ემილიო დე ბონო – “ეპიზოდი”
ერთადერთი წევრი “დიდი იტალიური ფაშისტური საბჭოსი”,რომელმაც შეინარჩუნა უნიკალური პრივილეგია საჯაროდ მიემართა “შენ”-ობით იტალიის ფაშისტი დიქტატორის – ბენიტო მუსოლინისათვის,გახლდათ იტალიელი სამხედრო მოღვაწე,იტალიის მარშალი,კვადრიმვირატის წევრი და სენატორი - ემილიო დე ბონო (1866-1944 წლები).მიუხედავად ამისა,მან 1943 წლის 25 ივლისს “იტალიის დიდი ფაშისტური საბჭოს” სესიაზე მხარი დაუჭირა ბენიტო მუსოლინის თანამდებობიდან გადაყენებას,რის გამოც მოგვიანებით დაკავებულ იქნა გერმანელი ფაშისტების მიერ,რომელთაც ემილიოს საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისათვის ვენეციაში გამართულ სასამართლოზე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1944 წლის 11 იანვარს სამოცდაჩვიტმეტი წლის ასაკში მყოფი დე ბონო ტყვიამფრქვევით იქნა დახვრეტილი.სიკვდილის წინ კი მისი უკანასკნელი შეძახილი გახლდათ: “გაუმარჯოს იტალიას!” (ავტორი გენია.ჯი)