იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის არმიის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე – ალექსანდრე ფრანსუა მარი დე ბოგარნე (1760-1794 წლები),საფრანგეთის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორის – ნაპოლეონ I-ის საყვარელი ქალის და შემდგომ მისი მეუღლის – ჟოზეფინას პირველი ქმარი გახლდათ.
2. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 32-ე პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის სამი ვაჟი – ჯეიმსი,ელიოტი და ფრანკლინ დელანო-უმცროსი მასონური ლოჟის წევრები იყვნენ.
3. დიდმა ქართველმა პოეტმა – გაბრიელ ჯაბუშანურმა,რომელიც ამქვეყნიდან 53 წლის ასაკში წავიდა,სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა: “ვაჟა-ფშაველამ 53 წელი იცოცხლა და მე რა უფლება მაქვს მასზე დიდხანს ვიცოცხლოო”. (ავტორი გენია.ჯი)
4. გენიალური ქართველი პოეტი – გალაკტიონ ტაბიძე ხშირად ამბობდა: “წარსული არავის ესმის პოეტის გარდაო”.
5. 1865 წლის 12 აგვისტოს ამერიკელმა ექიმმა (ქირურგმა) – ჯოზეფ ლისტერმა პირველად გამოიყენა დეზინფექცია ოპერაციის დროს,რამაც შემდგომ სიკვდილიანობა პაციენტებში ოთხჯერ შეამცირა.
6. ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა და ავიაციის რაიხსმინისტრმა – გერმან გერინგმა,თვითმკვლელობამდე დაწერა ჩანაწერი,რომელშიც ეწერა: “რაიხსმინისტრებს არ ახრჩობენ,ისინი თავისით მიდიან”.
7. პოლ ილინსკი,რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – პაველ რომანოვი,წარმოადგენდა ამერიკელ პოლიტიკურ მოღვაწეს,რომელიც გენეოლოგიით რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ II-ის უახლოესი ნათესავი იყო.მიუხედავდ მისი რუსული წარმომავლობისა,იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა: “მე,ამერიკელი ვარ!” (ავტორი გენია.ჯი)
8. ციტატის: “ამხანაგებო,ჩვენ ვცხოვრობთ ბედნიერი სტალინის ეპოქაში”, – ავტორი,მეორე მსოფლიო ომში დასავლეთის ფრონტის სარდალი,გენერალი და საბჭოთა კავშირის გმირი – დიმიტრი პავლოვი,ბრძოლის წინა ხაზზე “უმოქმედობის” გამო, 1941 წლის 22 ივლისს სიკვდილით იქნა დასჯილი.
9. რომის დიქტატორი მმართველი – ლუციუს კორნელიუს სულა (ძვ.წ.აღ-ით 138-78 წლები),მიუხედავად მის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულისა,დარწმუნებული იყო,რომ ბედნიერების მწვერვალზე მყოფი აღესრულებოდა და სამეფო პატივით იქნებოდა კიდეც დაკრძალული,რაც სრულად იქნა აღსრულებული კიდეც.
10. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი – ნიკოლა სარკოზი,ლეგენდარული ფრანგი პრეზიდენტის – შარლ დე გოლის შესახებ აცხადებდა: “მე ბევრი მიფიქრია დე გოლის შესახებ და მივედი იმ დასკვნამდე,რომ მან ორჯერ იხსნა რესპუბლიკა,დაუბრუნა საფრანგეთს თავისუფლება,ხოლო სახელმწიფოს პრესტიჟი”.