ხორხე მანრიკე
ხორხე მანრიკე - დაიბადა 1440 წელს.მისი დაბადების ადგილი დღემდე არ არის ზუსტად გარკვეული.ერთი ნაწილი სპეციალისტებისა მიიჩნევს,რომ იგი დაიბადა ესპანეთის მუნიციპალიტეტში პერედეს-დე-ნევაში,ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს,რომ იგი ესპანეთის სხვა მუნიციპალიტეტში დაიბადა,კერძოდ სეგურა-დე-ლა-სერაში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა ცნობილია,რომ ხორხე წარმოადგენდა პირმშოს ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი გვარისა ესპანეთში მანრიკე დე ლარასი.ხორხე მანრიკე გახლდათ დიდი ესპანელი პოეტი და მამაცი მეომარი,რომლის მამაც როდრიგო მანრიკე ასევე ცნობილი მეომარი იყო.გარდა ამისა ცნობილია ისიც,რომ ხორხე წარმოადგენდა ნათესავს გამოჩენილი ესპანელი პოეტისა – დიეგო გომეს მანრიკესი.პატარაობაშივე მომავალმა პოეტმა დაკარგა დედა,მაშინ,როდესაც იგი გარდაიცვალა 1444 წელს.მამა კი მეორედ დაქორწინდა.თავად პოეტი შემდგომში (1470 წელს) ქორწინდება საკუთარი დედინაცვლის ქალიშვილზე.მანამდე კი 1464 წელს მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ომში.ხორხე მანრიკე ავტორია 40-მდე ნაწარმოების.თუმცა მან საკუთარი სახელი,როგორც უდიდესი პოეტისა უკვდავყო მამის გარდაცვალებისადმი (1476 წელი) მიძღვნილი სტანსებით (სტროფებად დაწერილი ლირიკული ლექსი,რომლის თითოეული სტროფი დამოუკიდებელია და აზრობრივათ დამთავრებული).აღსანიშნავია,რომ აღნიშნული სტანსები დღემდე მიიჩნევა ესპანური პოეზიის “მარგალიტებად”. (ავტორი გენია.ჯი) ხორხე მანრიკეს მიერ დაწერილი სტანსებში,სახელწოდებით “Coplas por la de su padre”,რომელიც დაწერილ იქნა 1476 წელს,მძაფრად არის ასახული პოეტის ემოციური მდგომარეობა მამის გარდაცვალებისადმი.სულ აღნიშნული პოეტური ქმნილება 43 სტანსისაგან შედგება.ხორხე მანრიკე გარდაიცვალა 1479 წელს ესპანეთის მუნიციპალიტეტში სანტა-მარია-დელ-კამპოში ერთ-ერთ ბრძოლაში მიღებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მისი გარდაცვალებისა ხორხე მანრიკეს პოეზია ერთ-ერთ საუკეთესო პოეტურ ქმნილებებადაა მიჩნეული დრემდე ესპანრ პოეზიაში.მოგვიანებით ესპანეთში პოეტის სახელის საპატივცემულოდ გამოიცა საფოსტო მარკა,რომელზეც დატანილ იქნა ხორხე მანრიკეს პორტრეტი.