უილიამ ევარტ გლადსტონის შესახებ…
დიდი ბრიტანეთის ოთხგზის პრემიერ-მინისტრი და ასევე ოთხგზის ფინანსთა მინისტრი – უილიამ ევარტ გლადსტონი (1809-1898 წლები), მთელი თავისი 60 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე გამოირჩეოდა დიდი მორალური თვისებებითა და შესაშური გონებრივი შესაძლებლობებით.მას მარგარეტ ტეტჩერი და უინსტონ ჩერჩილი თავიანთ “პოლიტიკურ მუზად” მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იგი ყოველთვის დიდი წინააღმდეგობით გამოდიოდა იმ ომებისა და ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოში ასე ძალუმად იყო გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) გლადსტონის ჰუმანიზმი,დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისადმი ერთ-ერთ მიმართვაშიც კარგად სჩანს,სადაც აღნიშნავდა: “დაიხსომეთ, რომ ყოვლისშემძე ღმერთისთვის სადღაც თოვლიან მთებში მიკარგული ავღანეთი ისეთივე წმინდაა, როგორიც ჩვენი ქვეყანა”.
უილიამ ევარტ გლადსტონი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა თავის ქვეყანაში მაცხოვრებელ სხვადასხვა სოციალური ფენისა თუ სტატუსის მატარებელ ადამიანებს. ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ მას არაერთხელ მიუწვევია ჩაიზე (რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს) მეძავები, რომელთაც შემდგომ ერთგვარ აღმზრდელობით საუბრებს უტარებდა და ცდილობდა, როგორმე „გზასაცდენილი ქალბატონები” წესიერი ცხოვრებისაკენ შემოეტრიალებინა. სწორედ ასეთი კაცთმოყვარეობისა და მორალური პრინციპების დაცვისათვის იქნა შეყვანილი – “მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სუფთა პოლიტიკოსების” ათეულში. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რიგი პოლიტიკოსებისა უცნაური საქციელების გამო “ნახევრადშეშლილადაც” მოიხსენიებდნენ, თუმცა ამას მისი “უმწიკვლო” რეპუტაციისათვის ჩრდილი მაინც არასოდეს მიუყენებია. (ავტორი გენია.ჯი)