ჰენრი ფორდი – “ეპიზოდი”

1903 წელს “ფორდის ავტოკომპანიის” დამფუძნებელი დიდი ამერიკელი მწარმოებელი,გამომგონებელი და ლოზუნგის “ავტომობილი ყველასათვის” ავტორი – ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები),რომელსაც უმაღლესი განათლება არასოდეს მიუღია,ღრმად იყო დარწმუნებული და არაერთხელ განუცხადებია კიდეც,რომ მის საავტომობილო კომპანიას ყველაზე წარმატებული რეკლამა,საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა მძარცველებმა – ბონი (ელიზაბეტ პარკერმა) და კლაიდმა (ჩესნატ ბაროუმ) გაუკეთეს.ჰენრის ასეთი უცნაური შინაარსის მქონე განცხადების გაკეთების მიზეზი გახლდათ ის,რომ ბონისა და კლაიდის ლეგენდად ქცეული წყვილი ძირითადად “ფორდის” ფირმის ავტომობილებს იტაცებდნენ,რომლებთან შემდეგ სურათებსაც იღებდნენ და საქვეყნოდაც ავრცელებდნენ.გარდა ამისა ცნობილია ისიც,რომ კლაიდისა და ბონის წყვილი, 1934 წლის 23 მაისს ექვსი პოლიციელის მიერ სწორედ “ფორდის” ფირმის ავტომობილში იქნენ ჩაცხრილულნი.”ფორდში” დაცხრილული წყვილის სურათები კი მასობრივად იქნა დაბეჭდილი იმ პერიოდის ამერიკულ პრესაში,რამაც ჰენრი ფორდის აზრით მის საავტომობილო კომპანიას დიდი “რეკლამა” გაუკეთა და საბოლოოდ განაპირობა კიდეც მისი საავტომობილო გიგანტის წარმატება. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>