ჯანსუღ ჩარკვიანი – “ძლიერი ამა სოფლისა”

დაიქუხა,დაიგრგვინა,

დაუმსხვრია მუხას ფესვი,

მერე სისხლი მოიწყურა,

გადაუჭრა ცისფრად მყესი.

ცხოვარს მგელი წაუკიდა,

ელვას გაუშტერა მწყემსი,

ვინ ცრემლი არ გადმოაგდო,

იმის სადღეგრძელო შევსვი.

კომენტარის დატოვება