ალექსანდრე ყაზბეგი წერდა…

” …მოდიან ახალგაზრდა საქართველოს ყვავილები,რომლებიც მზად იქნებიან ყოველ წამს სიხარულით თავისი სისხლი დაღვარონ შენი კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის”.

* * *

“მე მყავს ჩემი საზოგადოება და ჩვენ მიხვდით ერთმანეთის გრძნობას,ერთმანეთის გულის ძგერას,ჩვენ გავიგონეთ ერთმანეთის კვნესა და ხმები,დიდი ხანია,რაც შევეწყვეთ.ერთი გვაქვს სიხარული და ერთი სამგლოვიარო… როდესაც საზოგადოდ მოთხრობა იწერება,შიგ ტენდენცია,აზრი რამ უეჭველად უნდა იყოს ჩართული და მე არა მწამს იმათი ნაწერები,ვინც აზრის გაუტარებლად უსულო სურათებს ხატავენ: აზრი უეჭველად უნდა იყოს ყოველ უბრალო აღწერაშიაც… როდესაც აზროვნება და სურათოვნება ერთმანეთს წესიერად შესაზავდებიან,მაშინ მოთხრობის ღირსებისათვის უკეთესი სანატრელი აღარ რჩება…

მე არა ვარ მლოცველი უსულო,უსიცოცხლო საგნებისა.ვერც ჩემი ოცნება,ვერც ჩემი გონება,ვერც ჩემი კალამი ვერ მოუბრუნდება მკვდარს,მოქმედებადაკარგულს საგანს.მაშასადამე,ყოველ მსურველს ჩემის შრომის გარჩევისას უფლება აქვს სრული,არამც თუ უფლება,მოვალე არის ყველა მათგანი ამ მხრივ შეეხონ ჩემს ნაწერებს,გაარჩიონ,წარმოთქვან მისი ავკარგიანობა”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“უბედურება,სიღარიბე,შევიწროვება,ესენი ყველა იმ გვარი შემთხვევბი არიან,რომლებიც კაცს აღვიძებენ და აგონებენ იმ ფიქრებს,რომ კაცობრიობამ მოიფიქროს თავის თავზედ,დაინახოს სხვისი უბედურებაც,შეერთდეს და ერთის ძალით გადააგდოს დესპოტური შევიწროვება…”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>