ძველეგვიპტელთა ერთ-ერთი წესი…
როგორც რიგი ისტორიული წყაროები მოწმობენ,აზარტული თამაშები უძველესი ეგვიპტის მოსახლეობაშიც კი ერთობ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აზარტულ მოთამაშეს თუ ფული ხელზე არ ჰქონდა,მას შეეძლო გირაოდ საკუთარი წინაპარების მუმიებიც კი ჩაედო.პირველი ასეთი უცნაური შემთხვევა ძველი სამეფოს იმ ფარაონის დროს დაფიქსირებულა,რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსი და “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე – ასეს-ად (არსესი) მოიხსენიებდა.ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ ჰეროდოტე წერდა:
“ვინც ამ გირაოს ჩამოდიოდა და წაგებულ ვალს ვერ გადაიხდიდა,მას სიკვდილის შემდეგ ადგილი არც თავის წინაპრების აკლდამებში მიეცემოდა და არც რომელიმე სხვა საძვალეში.ეს ვრცელდებოდა არა მარტო მასზე,არამედ მის შთამომავლებსაც კი უარი ეთქმებოდათ დაკრძალვაზე”. (ავტორი გენია.ჯი)