კონსტანტინე უშინსკი – “დედა-ენის” შესახებ წერდა…
“დედაენაზე სწავლებისას ბავშვი ამ ენის მარტო გარეგან ნიშნებს და ხმებს როდი ითვისებს,იგი ამავე დროს ისრუტავს სულიერ სიცოცხლეს და ძალას დედაენის მშობლიური ძუძუდან.დედაენა უხსნის ბავშვს ბუნებას ისე,როგორც ვერ აუხსნიდა ვერც ერთი ბუნებსმეტყველი,იგი ასწავლის ხასიათს ადამიანებისას,რომლებიც ბავშვს გარს არტყია,საზოგადოებისას,რომელშიც იგი ტრიალებს,მის ისტორიას და მიზანსწრაფვას ისე,როგორც ვერ ასწავლის ვერც ერთი ისტორიკოსი.მას შეჰყავს ბავშვი ხალხის რწმენისა და პოეზიის ტაძარში ისე,როგორც ვერ შეიყვანდა ვერც ერთი ესთეტიკოსი.ბოლოს დედაენა შესძენს ბავშვის აზროვნებას ისეთ ლოგიკას და ფილოსოფიურ შეხედულებებს,რომლებსაც მათ ვერ შეაძენინებდა ვერც ერთი ფილოსოფოსი”. (ავტორი გენია.ჯი)