გურამ ფანჯიკიძის მოსაზრებები…
1. “რა გუნებაზე დავდგებოდი,როცა დავინახე,მშვენიერი გარეგნობის ქალიშვილებმა კევის ღეჭვით როგორ შემოუარეს პანაშვიდზე ჩვენი კულტურის ერთი დიდი წარმომადგენლის კუბოს.
კი,ბატონო,უკვე აღარ გვიკვირს,როცა თეატრში სპექტაკლის დროს იღეჭებიან,როცა მეტროსა და ტროლეიბუსში პირიდან რეზინის გამობუშტვით ერთობიან.მაგრამ… განა შეიძლება კუბოს კევის ღეჭვით შემოუარო?”
2. “მშობლიური ენის უპატივცემულობა,უფრო მეტიც,აბუჩად აგდებაა,როცა რომელიმე სამინისტრო ან სამმართველო მწერალთა კავშირს,კულტურის სამინისტროს,გამომცემლობებს და სხვა მსგავს ორგანიზაციებს წერილებს რუსულ ენაზე სწერს ხოლმე”.
3. “სიფრთხილე პესიმიზმი არაა! არც ოპტიმიზმია წარმატების გარანტია!”
4. “კაცობრიობის ისტორია,შეიძლება ითქვას,კერძო საკუთრებისათვის ბრძოლის ისტორიაა სხვადასხვა მასშტაბში”. (ავტორი გენია.ჯი)
5. “განა შემაშფოთებელი არ არის,რომ ჩვენში უბრალო წარმოების დირექტორი,უმნიშვნელო დაწესებულების ხელმძღვანელი უფრო მტკივნეულად განიცდის თანამდებობის დაკარგვას,ვიდრე იტალიის,საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი?”
6. “არსად იმდენი დრო არ იკარგება უქმად,რამდენიც ჩვენს ქვეყანაში”. (ავტორი გენია.ჯი)
7. “სამწუხაროდ,მეცნიერების წინსვლას ყოველთვის ჰქონდა და აქვს ორი მხარე – დადებითი და უარყოფითი”.
8. “საუკუნის პარადოქსია,დრო მიდის,ტექნიკა ვითარდება,ადამიანი ბუნების საიდუმლო სიღრმეებში იმზირება,გარემოს საფუძვლიანად ეუფლება,ენერგიის ახალ წყაროებს ხალხის სამსახურში აყენებს,სატრანსპორტო საშულებებს ფანტასტიურობამდე სრულყოფს,კოსმოსში გაჭრილი და მიკროსამყაროს სიღრმეებში ჩახედული თავის ძლევამოსილებას ზეიმობს… ცხოვრება კი თანდათან უფრო რთულდება.პლანეტის პოლიტიკურმა,ინტელექტუალურმა,რელიგიურმა,სოციალურმა,ეკონომიკურმა სიჭრელემ ტექნიკურად უაღრესად განვითარებულ ატომურ საუკუნეში,პლანეტა დენთის საწყობს დაამსგავსა,მხოლოდ ერთი ნაპერწკალია საჭირო,რომ ყველაფერი არარაობად იქცეს”.
9. “წარსულის გაანალიზება იოლია,რადგან ურემი უკვე კარგა ხნის გადაბრუნებულია და გზაც კარგა ხნის გამოჩენილია”.
10. “გული მოგიკვდება,როცა ორსული ქალები მთელი ვნებით ქაჩავენ სიგარეტს და არად დაგიდევენ მომავალი მემკვიდრის ჯანმრთელობას.ხოლო,როცა ბავშვი დაიბადება,ბევრს უმალვე გადაჰყავს ხელოვნურ კვებაზე,რომ… მკერდი არ გაუფუჭდეს”.