სპონსორების აღმნიშვნელი ლოგო-ს შესახებ…
თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია ისეთი პროფესიული საფეხბურთო კლუბი,რომელსაც ამა თუ იმ სპონსორის აღმნიშვნელი ლოგო არ ამშვენებდეს.თუმცა,სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელი რამ იყო. 1970-იან წლებში პირველი საფეხბურთო კლუბი,რომელმაც მაისურზე თავისი სპონსორის ლოგო გამოსახა,გახლდათ 1895 წლის 15 დეკემბერს დაარსებული დასავლეთ გერმანული საფეხბურთო კლუბი – “ბრაუნშვაიგის აინტრახტი”.აღნიშნულ კლუბს იმ პერიოდისათვის სპონსორობა გაუწია ისეთმა ცნობილმა და პოპულარულმა გერმანულმა ალკოჰოლური სასმელების (ლიქიორის) მწარმოებელმა კომპანიამ,როგორიც გახლავთ – “ეგერმეისტერი”.შესაბამისად,აღნიშნული ფირმის ლოგოტიპი – “ირმის რქები”,პირველი სიმბოლო გახდა,რომელიც პროფესიული საფეხბურთო კლუბის მაისურზე გამოჩნდა.ყოველივე ამის შემდგომ,საფეხბურთო კლუბების მაისურებზე სპონსორების ლოგოტიპების განთავსება გავრცელებულ იქნა დიდ ბრიტანეთში,სადაც ამ საქმის პიონერად (უმაღლეს ლიგაში) მერსისაიდული კლუბი – “ლივერპული” იქცა,რომელმაც 1979 წელს კონტრაქტი გააფორმა საყოველთაოდ ცნობილ იაპონურ კონგლომერატთან “Hitachi”-სთან. (ავტორი გენია.ჯი)