ადოლფ ჰიტლერის “პირადი დაცვა”

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მიზანთროპს,”ჰოლოკოსტის” საშინელი მოვლენის უმთავრეს ავტორსა და გერმანიის რაიხსკანცლერს – ადოლფ ჰიტლერს,პირადი დაცვა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰყავდა. 1920-1921 წლებში მის უსაფრთხოებაზე ეგრეთ წოდებული “თანმხლები პირი” – კრისტიან ვებერი აგებდა პასუხს. 1921-1923 წლებში ვებერს ულრიხ გრაფიც დაემატა. 1923 წლის მარტში ჰიტლერის პირადი მძღოლისა და სს-ის ფუძემდებლის – იულიუს შრეკის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ იქნა “ჰიტლერის დაცვის შტაბი”,რომელიც თავდაპირველად 12 მცველისაგან შედგებოდა.ეს თორმეტი მცველი წარმოადგენდა “ჰიტლერის მოიერიშე ჯგუფის” საუკეთესო წარმომადგენლებს.მას შემდეგ,რაც 1925 წელს ჰიტლერი ლანდსბერგის ციხიდან განთავისუფლდა,მისი 10 უერთგულესი თანამებრძოლისაგან ჩამოაყალიბა პირადი დაცვა,რომელთა ხელმძღვანელი გახლდათ – იულიუს შრეკი.დაცვის შემადგენლობაში იულიუსის გარდა შედიოდნენ – ემილ მორისი (ჰიტლერის პირადი მძღოლი),ედმუნდ შნეიდერი,ჰანსგეორგ მაუერი,ერიხ მანდტალი,ალოის როზენვიკი,ერნსტ ვაგნერი,მიხაელ შტეინბინდერი და ერჰარდ ჰეინდენი.სწორედ შრეკის მიერ შექმნილი ადოლფ ჰიტლერის დაცვა იქცა “დამცავი რაზმის” – “შუცშტაფელის”,იგივე “სს”-ის ჩამოყალიბების უმთავრესი საწინდარი. 1925 წელსვე იულიუს შრეკი სს-ის პირველი ხელმძღვანელი გახდა. 1932 წელს ჰიტლერის პირად დაცვაში რამდენიმე წევრი შეიცვალა. 1930 წლიდან ჰიტლერის პირად დაცვაზე დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა – იოზეფ დიტრიხს,რომელსაც მისი საზღვარგარეთული ვოიაჟების უსაფრთხოდ წარმართვა დაევალა. 1932 წლის 29 თებერვალს სს-ის 12 საუკეთესო მებრძოლი გადაყვანილ იქნა ბერლინში,რომელთაგან 8 ჰიტლერის “პირველი დაცვის ჯგუფში” იქნა აყვანილი.მათ – ბოდო გენცელოიხტერი ხელმძღვანელობდა. 1933 წლიდან ჰიტლერის პირადი დაცვის სიახლოვეს მესამე რაიხის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ.ისინი ფიურერს არც საშინაო და არც საგარეო ვიზიტებისას გვერდიდან არ სცილდებოდნენ.გენცელხოიტერის შემდგომ, 1934 წელს “ფიურერის გამცილებელთა ჯგუფს” სათავეში ბრუნო გეშე ჩაუდგა. 1944 წელს კი ეს მისია – ფრანც შედლეს დაევალა.დროთა განმავლობაში ადოლფ ჰიტლერის დაცვა ერთიდან 100-მდე გაიზარდა. იმავე წლის ბოლოსათვის ფიურერის პირად დაცვაში შედიოდა 13 სს-ის ოფიცერი და 14 სს-ის უნტეროფიცერი,სხვა უფრო დაბალი რანგის სს-ის თანმშრომლებთან ერთად.სულ კი მათი რაოდენობა 143 მცველს შეადგენდა (სხვა წყაროების თანახმად 835-ს).აღნიშნულ ჯგუფს კი “ლაიბ-შტანდარტ სს ადოლფ ჰიტლერი” ეწოდა.მიუხედავად დასაცავი ობიექტის უმკაცრესი მეთვალყურეობისა,ადოლფ ჰიტლერზე რამდენიმე თავდასხმა მაინც განხორციელდა,თუმცა კაცობრიობის-და საუბედუროდ ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა.საბოლოო ჯამში ადოლფ ჰიტლერს ვერც ასეულობით პირადმა მცველმა უშველა.მან ბერლინში განთავსებულ საკუთარი უსაფრთხოებისთვისვე შექმნილ ბუნკერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)

ულრიხ გრაფი

იულიუს შრეკი – სს-ის ფუძემდებელი და ადოლფ ჰიტლერის პირადი დაცვის უფროსი

ბრუნო გეშე

ფრანც შედლე

“ლეიბშტანდარტ სს ადოლფ ჰიტლერი”-ის ემბლემა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>