ალექსანდრე დიუმა (შვილი) – “საჯარო მიმართვა ალექსანდრე დიუმას (მამას)”

“რასაკვირველია,მეც იმას ვაკეთებდი,რასაც ვხედავდი და რასაც შენ აკეთებდი.ისევე ვცხოვრობდი,როგორც შენ მასწავლე ცხოვრება.

პატივსაცემი მკითხველისათვის შენ დიუმა-მამა გახდი,თავხედებისათვის კი – მამილო დიუმა.ყველა შესაძლებელი წამოძახების შიგა და შიგ შენ შეიძლებოდა ამგვარი რამეც გაგეგო: “განა მართალი არ არის,რომ შვილი უფრო ნიჭიერი მწერალია,ვიდრე იგი”, – ამის გაგონებაზე როგორ უნდა გეცინა ალბათ!

მაგრამ არა! შენ ამაყი იყავი და ბედნიერი,როგორც ყველა მამა.შენ მხოლოდ ერთი რამ გინდოდა – სხვათა ნათქვამი დაგეჯერებინა და შეიძლება გჯეროდა კიდეც.ძვირფასო ადამიანო,გულუბრყვილო და გულკეთილო,შენ ისევე მინაწილებდი შენსავე დიდებას,როგორც მინაწილებდი ფულს,როცა მე ახალგაზრდა და ზარმაცი ვიყავი.ბედნიერი ვარ,რომ საშუალება მომეცა საზოგადოების თანდასწრებით მოვიდრიკო ქედი და ყველას წინაშე გამოვხატო ჩემი შენდამი პატივისცემა და მოკრძალება,მინდა მოგეხვიო იმ მამაშვილური სიყვარულით,როგორითაც მიყვარხარ…” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>