ფრანსუა-რენე შატობრიანის გენიალური ნააზრევები…

“ოჰ, ვისი გული,რა ცუდიც არ უნდა იყოს,არ აძგერებულა სამშობლო კუთხის ზარების ხმის გაგონებაზე,ზარების,რომლებიც სიხარულით თრთოდნენ მის აკვანზე და რომლებმაც ამცნეს ქვეყანას მისი გაჩენა,აღნიშნეს მისი პირველი გულისცემა,აუწყეს გარშემო ყველას მამის ზეიმი,დედის ტანჯვა და კიდევ უფრო გამოუთქმელი სიხარული! ყველაფერია იმ ჯადოქრულ ოცნებაში,საითკენაც მშობლიური ზარის გუგუნი გვიტაცებს: სარწმუნოება,ოჯახი,სამშობლო,აკვანი და საფლავი,წარსული და მომავალი”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ბავშვობისა და სამშობლოს ზმანებავ,არასოდეს ჰკარგავთ თქვენს სიტკბოებას”.

* * *

“ადამიანი რჩეულ არსებად არ ჩაითვლება,იმიტომ,რომ ის მხოლოდ ქვეყნის საზიზღარ მხარეს ხედავს.ცხოვრება და ადამიანები ზოგიერთთ იმიტომ სძულთ,რომ არასაკმაო მანძილიდან უცქერიან მათ.ცოტა შორიდან შეხედეთ მათ და მალე დარწმუნდებით,რომ ყველა ეს ბოროტება,რომელსაც უჩივით,სრულ არარაობას წარმოადგენს.მაგრამ რა სირცხვილია,რომ თქვენს ერთადერთ რეალურ უბედურებაზეც გაუწითლებლად ფიქრი არ შეგიძლიათ.მთელი სისპეტაკე,სათნოება,ღვთისმოსაობა და წმინდანის ყველა გვირგვინი ძლივს ხდის ასატანად თქვენი მწუხარების აზრს”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ქედმაღალო ახალგაზრდობავ,რომელთაც წარმოგიდგენიათ,რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ თავისით დაკმაყოფილდეს,უნდა გახსოვდეთ,რომ მარტოობა მავნებელია ადამიანისათვის,თუ იმავე დროს ღმერთთან არ არის.მარტოობა სულის ძალებს აორკეცებს,მაგრამ იმავე დროს განვითარების ყოველგვარ საშუალებას აცლის.ადამიანმა მისთვის მინიჭებული ძალა თავის მსგავსთა სამსახურს უნდა შესწიროს.ვინც ამ ძალას ვერ იყენებს,ეს მას ჯერ იდუმალად სტანჯავს,ხოლო ადრე თუ გვიან ზეცისაგან საშინელ სასჯელს მიიღებს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>