“დონ კიხოტი” – (ეპიზოდი)
ერთ დღეს ესპანეთის მეფე ჰაბსბურგთა დინასტიიდან – ფილიპე III (1578-1621 წლები),სამეფო სასახლის აივნიდან იცქირებოდა და მადრიდის ულამაზესი ბოტანიკური ბაღის ცქერით ტკბებოდა.მალევე,მისი ყურადღება მიიქცია ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა,რომელიც დიდი მუხის ჩრდილში წამოწოლილიყო და წიგნს კითხულობდა.წიგნის კითხვის დროს კი,დრო და დრო ახალგაზრდა ყმაწვილი ხმამაღლა ხარხარებდა.ფილიპემ აივანზე მყოფ სამეფო ოჯახის წევრებს გადაულაპარაკა:
” – სანძლეოს ჩამოვდივარ,რომ ის სტუდენტი,რომელიც კითხვის დროს ესოდენ ხმამაღლა ხარხარებს,ან შეშლილია,ან კიდევ,”ესპანური ლიტერატურის მეფის” – მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავ ქმნილებას – “მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელს” კითხულობს”.
მეფის სიტყვებმა ოჯახის წევრებს ღიმილი მოჰგვარა,რამაც ფილიპე ძალიან გააღიზიანა.მან იმის დასადასტურებლად რომ სრულ სიმართლეს ამბობდა,უმალვე თავისთან უხმო ერთ-ერთ ქვეშევრდომს და ახალგაზრდა ყმაწვილთან გაგზავნა იმის დასადგენად თუ რა იყო მიზეზი მისი ესოდენ ხმამაღალი სიცილისა.რამდენიმე ხანში ქვეშევრდომი ფილიპესთან დაბრუნდა და მოახსენა:
” – თქვენო უდიდებულესობავ,ის ახალგაზრდა ყმაწვილი,რომლითაც თქვენ დაინტერესდით – “დონ კიხოტს” კითხულობს და როგორც თავად განაცხადა,სწორედ იმიტომ იცინის ასე გულიანად”. – ქვეშევრდომის პასუხით კმაყოფილმა ფილიპემ საკუთარი ოჯახის წევრებს დამცინავად გადახედა და კვლავაც მადრიდის ულამაზესი ბოტანიკური ბაღის ყურებით განაგრძო ტკბობა. (ავტორი გენია.ჯი)