არტურ შოპენჰაუერი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი ფილოსოფოსი - არტურ შოპენჰაუერი (1788-1860 წლები),რომელიც ავტორია საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომისა – “სამყარო,როგორც ნება და წარმოდგენა”,ერთობ მიზანთროპული გრძნობებით გამორჩეული სწავლული იყო.გარდა ამისა,იგი გამოირჩეოდა სხვათა მიმართ დიდი შურიანობითაც.ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობის დროს პრივატ-დოცენტმა შოპენჰაუერმა,სპეციალურად იმ დროს დაიწყო ლექციების გამართვა,რა დროსაც ლექციებს ატარებდა ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის შემოქმედი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი.მას აინტერესებდა,თუ ვის ლექციებს მიანიჭებდა უპირატესობას ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტობა.არჩევანი სტუდენტებმა ჰეგელის სასარგებლოდ გააკეთეს და არტურს ლექციების ჩატარება თითქმის ცარიელი აუდიტორიის წინაშე უწევდა,რის გამოც მალევე დატოვა კიდეც უმაღლესი სასწავლებელი.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ თუკი შოპენჰაუერს ესოდებ სძულდა ადამიანების მოდგმა,დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ძაღლების მიმართ.მას ჰყავდა “პუდელის” ჯიშის ძაღლი,სახელად – ატმა,რაც “სამყაროს სულს” აღნიშნავს,ხოლო მისი კაბინეტის კედლებზე განთავსებული 16 გრავიურაზე გამოსახული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ძაღლები. (ავტორი გენია.ჯი)