ვილჰელმ კონრად რენტგენი – “ეპიზოდი”
დიდმა გერმანელმა ნობელიანტმა-ფიზიკოსმა - ვილჰელმ კონრად რენტგენმა (1845-1923 წელბი),მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ერთი წლის აღმოჩენილი ჰქონდა იქს-სხივები (რომელსაც შემდგომში – “რენტგენის გამოსხივება” ეწოდა),ერთ-ერთი ინგლისელი მეზღვაურისაგან მიიღო შემდეგი სახის წერილი:
“სერ! ომის დროს გულმკერდის არეში ტყვიით მივიღე ჭრილობა.ტყვია დღემდე ჩემს გულმკერდში რჩება.მედიკოსებს მისი ამოღება არ შეუძლიათ,რადგან მათ ზუსტად არ იციან თუ სად არის იგი ჩარჩენილი.გაზეთებიდან შევიტყვე,რომ თქვენ აღმოგიჩენიათ ისეთი სახის სხივები,რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ჩემს გულმკერდში ჩარჩენილი ტყვიის ადგილმდებარეობის დადგენა.სწორედ ამიტომ მინდა გთხოვოთ,რომ თუკი შესაძლებელი იქნება რამდენიმე სხივი კონვერტის საშუალებით გამომიგზავნოთ.ექიმები ამომიღებენ ტყვიას და მეც უკანვე დაგიბრუნებთ თქვენს სხივებს”. (ავტორი გენია.ჯი)
ვილჰელმი,მიღებულმა წერილმა ჯერ გააოცა,ხოლო შემდეგ კარგადაც გაახალისა.თუმცა უპასუხოდ მაინც არ დაუტოვებია ინგლისელი მეზღვაური და მალევე მას იუმორით გაჯერებული საპასუხო წერილი გაუგზავნა:
“მინდა მოგახსენოთ,რომ ამ მომენტისათვის საკმარისი რაოდენობის სხივები არ გამაჩნია.აქვე დავძენ იმასაც,რომ ასეთ შორ დისტანციაზე მათი გადატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.ამიტომ,ხომ არ აჯობებდა თავად გამოგეგზავნათ ჩემთვის თქვენი გულმკერდი? ვიპოვიდი ტყვიას და ამოვიღებდი კიდეც,შემდგომ კი თქვენს გულმკერდს უკანვე დაგიბრუნებდით”. (ავტორი გენია.ჯი)