დიმიტრი მენდელეევი – “ეპიზოდი”
1890-1906 წლებში იმპერიულ რუსეთში შექმნილ საყოველთაოდ ცნობილ “ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში”,რომელიც თავისი მოცულობითა და სტილით ენციკლოპედია “ბრიტანიკა”-ს ანალოგია,დიდმა რუსმა მეცნიერმა და “ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის” პირველი ვერსიის ავტორმა – დიმიტრი მენდელეევმა (1834-1907 წლები) თავისი კვალი დატოვა.ზემოაღნიშნულ ენციკლოპედიურ ლექსიკონში მენდელეევმა სამი სტატია დაწერა,თუმცა არც ერთი არ შეეხებოდა მის უმთავრეს საქმიანობას – ქიმიას.ის კი არადა,მის მიერ დაწერილი სამი სტატია ძალიან შორს იდგა ქიმიისაგან.დიმიტრი მენდელეევმა ”ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში” სამი სტატია მიუძღვნა (რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს) – პილმენებს,კომპოტებსა და მურაბებს,ხოლო მათ ქვემოთ დაურთო არა საკუთარი სახელი,არამედ ბერძნული ასო – “დელტა”. (ავტორი გენია.ჯი)