ფრანც პეტერ შუბერტი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, 1817 წლის შემოდგომაზე, დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი და მუსიკაში რომანტიზმის ფუძემდებელი – ფრანც პეტერ შუბერტი (1797-1828 წლები) ვენის ქუჩებში სეირნობდა, რა დროსაც მის წინაშე სასიამოვნო გარეგნობის მქონე მდიდრულად ჩაცმული ქალბატონი შეჩერდა.მან შუბერტს სახელით მიმართა და წარუდგა, როგორც მისი – „ბედი”. გაოცებულ ფრანცს ქალბატონმა შესთავაზა არჩევანი, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა:
„ – ან თქვენ დარჩებით ყველასათვის უცნობი მუსიკოსი, რომელიც გარდაიცვლება ღრმა სიბერეში, ოჯახისა და შვილიშვილების გარემოცვაში, ან მსოფლიოს აჩუქებთ განუმეორებელ და ზღაპრული სილამაზის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებებს, თუმცა ამ შემთხვევაში სიცოცხლეს სულ რაღაც 31 წლის ასაკში დაასრულებთ”.
აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში – ფრანც პეტერ შუბერტმა მიატოვა სწავლა და სრულიად გადაერთო მუსიკალურ ხელოვნებაში. შესაბამისად, გამოდის, რომ გენიალურმა კომპოზიტორმა არჩევანი ღრმა სიბერეში ოჯახურ გარემოცვაში უსახელო სიკვდილსა და სახელოვან მუსიკოსობას შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა და კაცობრიობას დაუტოვა ისეთი დიდებული მუსიკალური ნაწარმოებები, როგორებიცაა – „მიწიერი გზა”, „ტყის მეფე”, „ორეული” და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შუბერტი სწორედ 31 წლის ასაკში აღესრულა…