ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”

შვიდი წლის ასაკში მყოფმა,მომავალმა გენიალურმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა და ბენის კლასიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791 წლები),გერმანიის ქალაქ ფრაკფურტში საფორტეპიანო კონცერტი გამართა.წარმოდგენის შემდეგ,მასთან მივიდა პატარა ბიჭუნა,რომელმაც მოცარტს უთხრა:

- ისე შესანიშნავად,როგორც თქვენ უკრავთ,მე ვერასოდეს ვისწავლი დაკვრას.

- ეს ხომ სრულიად მარტივი რამ არის?! ეცადე ფურცელზე ნოტების სახით ჩაიწერო ის მუსიკა,რომელიც თავში მოგივათ, – უპასუხა ვოლფგანგმა.

- მე გონებაში მუსიკა კი არა მხოლოდ ლექსები მომდის.

- ეს ხომ დიდებულია! ბევრად რთულია დაწერო ლექსი,ვიდრე მუსიკა, – გაამხნევა მოცარტმა თანატოლი.

ამ საუბარში რაც ყველაზე ნიშანდობლივია,არის ის,რომ გენიალური კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის წინაშე იდგა მოზარდი,რომელმაც შემდგომ მსოფლიო პოეზიასა და ლიტერატურაში უდიდესი კვალი დატოვა და მისი სახელი იყო – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება