„დამაკვირდი”

1. „უცხო კულტურით ქვეყნის კოლონიზაცია უფრო საშიშია, ვიდრე სამხედრო ოკუპაცია: ოკუპანტებს, ბოლოს და ბოლოს,მოიშორებენ თავიდან, მაგრამ კულტურით კოლონიზატორებთან ბრძოლა ძნელია, რადგან ისინი თანდათან ივიწყებენ ეროვნულ კულტურას, ტრადიციებს, რის გამოც უქვეითდებათ ეროვნული მეხსიერება”. – კლოდ ოტან ლარა

* * *

2. „ადამიანს აქვს სამი მთავარი სფერო – ოჯახი, სამუშაო, საზოგადოებრივი ცხოვრება და სამი მთავარი როლი – მეოჯახე, მშრომელი, მოქალაქე.თითქოს სკოლის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს ბავშვების მომზადება ყველა ამ როლისათვის. მაგრამ სკოლა სუსტად ზრდის ბავშვებში მოქალაქეს, ცუდად – მშრომელს და თითქმის სულ არ ზრდის – მეოჯახეს”. – ი. რიურიკოვი

* * *

3. „ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთია თავგანწირული, სუფთა და წმინდა სიყვარული – დედის სიყვარული შვილისადმი”. – გეორგ ებერსი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „ტალანტებს არ ანაღვლებთ ის, რასაც დრო ანადგურებს. დიდება მხოლოდ მათ სახელებს აახალგაზრდავებს”. – ფრანსუა-რენე შატობრიანი

* * *

5. „მარდად  თუ ჭამ და ნელა გარბიხარ, ფეხებით ჭამე, პირით გაიქეც!”. – ლუკიანე

* * *

6. „ამ სოფლად მოსვლას რა ფასი აქვს, თუ იგი ისევე დატოვე კაცმა, როგორც შენამდე ყოფილა”. – კონსტანტინე გამსახურდია

* * *

7. „ყველაზე მეტ სიმართლეს სწორედ გულუბრყვილობა ამჟღავნებს”. – თამაზ ჭილაძე

* * *

8. „ჭკვიანი კაცი ხშირად ჩქარობს, მაგრამ ნაჩქარევად არაფერს აკეთებს”. – გრაფი ჩესტერფილდი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. „აღზრდის წრეს კრავს ოთხი საწყისი: ქველმოქმედება, ზრდილობა, კეთილი ქცევა და  ცოდნა”. – მიხეილ ლომონოსოვი

* * *

10. „სიყვარული და მეგობრობა – ერთიმეორის გამოძახილია – იმდენს იძლევიან, რამდენსაც იღებენ”. – ნიკოლოზ გოგოლი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>