შალვა ნუცუბიძე – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი,ლიტერატურათმცოდნე,საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი - შალვა ნუცუბიძე (1888-1969 წლები),მეგობრობდა ისეთ დიდ მამულიშვილთან,როგორიც გახლდათ – ნიკო კეცხოველი.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის დროს,რექტორმა ნიკო კეცხოველმა შალვას რაღაცაზე უსაყვედურა.მალევე,მეგობრების საუბარი კამათში გადაიზარდა.თავისი ფიცხი ხასიათით ცნობილი კეცხოველი შალვასთან კამათმა წყობილებიდან გამოიყვანა და მთელი ხმით განაგრძო მასთან დავა.უცებ,ნუცუბიძემ მეგობარს ზურგი შეაქცია და ფანჯრიდან უნივერსიტეტის ბაღში დაიწყო ყურება,იქით,სადაც დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილი და სხვა დიდი ქართველები.მისმა ასეთმა ქცევამ ნიკო კიდევ უფრო გააბრაზა და შალვას ჰკითხა:

- რაო,რას გეუბნებიან?

- ეჰ,მაგისთანა ცოცხლებთან ყოფნას,ისევ ჩვენნაირ მკვდრებთან ყოფნა გერჩიოსო, – უპასუხა შალვა ნუცუბიძემ ნიკო კეცხოველს,რაზეც ორივეს სიცილი წასკდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>