ლორენცო „დიდებული” მედიჩის ბიოგრაფიიდან…
ლორენცო დი პიერო დე მედიჩი „დიდებული” (1449-1492 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფლორენციელ სახელმწიფო მოღვაწეს,ფლორენციის რესპუბლიკის მეთაურსა და აღორძინების ეპოქის ხელოვნების,პოეზიისა და მეცნიერების თავდადებულ მფარველს. (ავტორი გენია.ჯი) პიერო მედიჩისა და ლუკრეცია ტორნაბოუნის სიბრძნით განთქმული ვაჟი – ლორენცო,ფლორენციის რესპუბლიკის სათავეში 20 წლის ასაკში მივიდა.როგორც მისი თანამედროვეებიდან ხდება ცნობილი,ფლორენციის ახალგაზრდა მმართველი გამოირჩეოდა არა მარტო ბრწყინვალე დიპლომატიური ნიჭითა და სახელმწიფოს მართვის შესაშური უნარით,არამედ დიდებულადაც ერკვეოდა სახვით ხელოვნებაში,პოეზიაში,ლიტერატურაში,მუსიკასა და რიგ მეცნიერებებშიც. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა ფლობდა რამდენიმე კლასიკურ უცხო ენასაც.მისი მმართველობის ეპოქას კი “ფლორენციის აღორძინების” ხანას უწოდებენ.სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მას დღემდე,როგორც იდეალურ მმართველს რენესანსის ეპოქისა.მისი პოლიტიკური სიბრძნე მტრებთან ომში კი არ მდგომარეობდა,არამედ მათ დამეგობრებაში,რასაც “დიპლომატიის მეფე” უნაკლოდ ასრულებდა კიდეც.ლორენცოს აღზრდაში თავდაპირველად უდიდესი წვლილი დაიდო დედამისმა – ლუკრეციამ,თუმცა მოგვიანებით იგი აღსაზრდელად მიაბარეს ისეთ გენიალურ ჰუმანისტებს,როგორებიც გახლდნენ – კრისტოფერ ლანდინო,მარსილიო ფიჩინო და იოანე არგიროპულოსი (დიდი ბიზანტიელი მეცნიერი).მათ ფლორენციის მომავალ მმართველს შესაწავლეს ფილოსოფია,ლათინური ენა,პოეზია და სხვა მეცნიერებები,რომელთა გულმხურვალე მფარველად იქცა კიდეც “დიდებულად” წოდებული ლორენცო მედიჩი.
ლორენცომ ძალაუფლების გამყარების შემდეგ ფსონი არა ძლიერ არმიაზე,არამედ პოლიტიკურ ინტრიგებზე დადო და შესანიშნავი შედეგიც მოიმკო.გაიჩინა მრავალი მოკავშირე,რომელთა შორისაც თავისი ყოფილი მტრებიც კი იყვნენ.მიუხედავად გაწონასწორებული პოლიტიკისა, 1478 წელს მედიჩებზე მაინც განხორციელდა თავდასხმა,რომელსაც მისი ძმა – ჯულიანი შეეწირა,ხოლო თავად მძიმე ჭრილობები მიიღო.აღნიშნული თავდასხმის ორგანიზებას ხელმძღვანელობდნენ არქიეპისკოპოსი – სალვიატი და ფრანჩესკო პაცი,რომლებიც თანამზრახველებთან ერთად დაკავებულ იქნენ.თავისი ჰუმანური იდეებით განთქმულმა ლორენცომ,ისე რომ სასამართლოც კი არ ჩატარებულა,შეთქმულები (სულ 200 კაცი) სიკვდილით დასაჯა.
არქიეპისკოპოსის სიკვდილით დასჯამ რომის ახალი პაპის სიქსტუს IV-ს აღშფოთება გამოიწვია (არის ვარაუდი,რომ ლორენცო მედიჩზე თავდასხმის უკან,სწორედ სიქსტუსი იდგა).მან,არა მარტო ფლორენციის სახელმწიფოს მეთაური განკვეთა ეკლესიიდან,არამედ მთელი მთავრობაც კი.რომის პაპმა უმკაცრესად მოითხოვა მედიჩისა და მთელი ფლორენციული პოლიტიკური ელიტის სასამართლოს წინაშე წარსდგომა.სწორედ ამ დროს გამოამჟღავნა ლორენცომ თავისი გენიალური პოლიტიკური ნიჭი: იგი,სრულიად მარტო გაემგზავრა თავის მტერთან,ნეაპოლის სამეფოს მეფესთან ფარდინანდ I-თან.ფლორენციაში დაბრუნებულმა მედიჩიმ კი “სამარადისო მეგობრობასთან” ერთად,ფერდინანდთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებაც ჩამოიტანა,რამაც ფლორენცია უცილობელი ომისაგან იხსნა.
ლორენცო მედიჩისათვის პოლიტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ხელოვნება,პოეზია და მეცნიერება.მისი პატრონაჟის ქვეშ იყო მოქცეული კარეჯში არსებული აკადემია,სადაც მოღვაწეობდნენ მისივე აღმზრდელი – მარსილიო ფიჩინო,პიკო დელა და მირანდოლა.აღნიშნული აკადემია მალევე იქცა “ნეოპლატონიზმის” ევროპის ცენტრად.ფლორენციის სასახლის კარზე ქმნიდნენ თავიანთ შედევრებს მიქელანჯელო ბუონაროტი,სანდრო ბოტიჩელი,ლეონარდო და ვინჩი,დომენიკო გირლანდაო,ანდრეა დელ ვეროკიო და სხვა კორიფეები.ლორენცოსვე ბრძანებით აიგო ვილა,რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა ძველი რომაელი პატრიციების სასახლეებს.სწორედ იმ ვილაზე შეიქმნა საყოველთაოდ ცნობილი და უნიკალური – “მედიჩის ბაღები”.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ლორენცო მედიჩი გახლდათ ის “პირველი მერცხალი”,რომელმაც ევროპაში შექმნა პირველივე “საჯარო ბიბლიოთეკა”,სადაც ათიათასობით უნიკალური წიგნი და ხელნაწერი იყო დაცული.ასეთი შესანიშნავი ბიბლიოთეკა,”ალექსანდრიის ბიბლიოთეკის” შემდეგ არსად არ არსებულა (დღესდღეობით,ამ ბიბლიოთეკას ლორენცოს საპატივცემულოდ “ლაურენციანა” ეწოდება).
მედიჩების ცნობილ ბაღებში ჩამოყალიბებულ იქნა პირველი “სახვითი ხელოვნების აკადემია”,სადაც მოღვაწეობდნენ – მიქელანჯელო ბუონაროტი,ლორენცო დი კრედი,ჯოვანი ფრანჩესკო რუსტიჩი,ანდრეა სანსოვინო და სხვები.ცნობილია ისიც,რომ ლორენცო თხზავდა შესანიშნავ ლექსებსაც.მის კალამს ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილი პოემა – “დავა” და “სასიყვარულო სონეტები”.მაკიაველი ლორენცოს შესახებ წერდა: “მასში ცხოვრობდა ორი ისეთი სხვადასხვა ადამიანი,რომელთა განცალკევება ერთმანეთისაგან ყოვლად წარმოუდგენელიაო”.
1492 წლის 9 აპრილს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა ლორენცო დი პიერო დე მედიჩი,რომელსაც მოგვიანებით მოსახლეობამ “დიდებული” უწოდა.რომის პაპმა ინოკენტი VIII-მ როდესაც გაიგო მისი გარდაცვალება,განაცხადა: “ლორენცო მედიჩის გარდაცვალებით დასრულდა მშვიდობა ფლორენციაშიო”. (ავტორი გენია.ჯი)
აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მარმარილოს ქმნილება,სადაც გამოსახული გახლავთ ლორენცო მედიჩი,შექმნილი იქნა 1526-1534 წლებში გენიალური იტალიელი ხელოვანის მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ და იგი დღემდე ამშვენებს დიდი ფლორენციელი მმართველის საფლავის სრულ კომპოზიციას. (ავტორი გენია.ჯი)
მიქელანჯელოს მიერ შექმნილი – ლორენცო მედიჩის საფლავის კომპოზიცია
“ლაურენციანა” – (პირველი საჯარო ბიბლიოთეკა ევროპაში)
ჯორჯო ვაზარის მიერ დახატული ტილო – “ლორენცო მედიჩის პორტრეტი” (დაცულია “უფიცის გალერეაში)