Led Zeppelin – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ერაყის ყოფილი დიქტატორი პრეზიდენტი – სადამ ჰუსეინი,განსაკუთებული სიყვარულით გამოირჩეოდა 1968 წელს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ჩამოყალიბებული გენიალური როკ-ჯგუფის “Led Zeppelin”-ის მუსიკის მიმართ.აღნიშნული როკ-ჯგუფის მიერ შესრულებული კომპოზიციებიდან,მას ყველაზე მეტად “Stairway to Heaven” მოსწონდა და ხშირადაც უსმენდა მას.
1991 წელს ერთ-ერთმა ამერიკულმა რადიოსადგურმა KLSK FM-მა,რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ – ალბუკერკეში მდებარეობდა,გადაწყვიტა რომ ძველი ფორმატი შეეცვალა და იგი კლასიკური როკის ფორმატით ჩაენაცვლებინა.სწორედ ამ დროს იქნა რადიოთერში გაშვებული ”Led Zeppelin”-ის მუსიკა - ”Stairway to Heaven”,რომელიც მთელი 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ისმოდა.აღნიშნულმა ფაქტმა ამერიკელებში ერთგვარი გაოცება გამოიწვია. და იცოდნენ-რა მათ,რომ ეს სიმღერა სადამ ჰუსეინის საყვარელ მუსიკალურ კომპოზიციას წარმოადგენდა,ერთ-ერთმა ამერიკელმა განაცხადა:
“როდესაც მთელი დღე და ღამის განმავლობაში “Led Zeppelin”-ის მუსიკა - ”Stairway to Heaven” შეუწყვეტლად ისმოდა,ვიფიქრე,რომ ან დიჯეიმ მიიღო ინფარქტი,ან კიდევ სადამ ჰუსეინმა აიღო ქალაქი ალბუკერკე”. (ავტორი გენია.ჯი)