გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის,ლოგიკოსის,მათემატიკოსისა და ლინგვისტის – გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716 წლები) პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია.თუკი ვინმე მის ცხოვრებაზე ჩამოაგდებს საუბარს,უმალვე იტყვის,რომ ლაიბნიცმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სრულ “მარტოსულობაში” გალია და ერთადერთი ქალი რომელსაც სიცოცხლე მიუძღვნა – მეცნიერება იყო.თუმცა,რიგი ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა,რომ პრუსიის სამეფო კარის მეცნიერს – გოტფრიდს,მეტად თბილი ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის დედოფალთან – სოფია შარლოტა ჰანორეველთან (1668-1705 წლები).როგორც ირკვევა,ლაიბნიცს უყვარდა სოფია,თუმცა მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ “პლატონური სიყვარული”-ს ხასიათს ატარებდა.პრუსიის დედოფალი გოტფრიდს თავის მასწავლებლად მიიჩნევდა და არაერთხელ ჩართულა კიდეც მასთან მეცნიერულ საკითხებში გამართულ პოლემიკებში.ისინი ერთად დიდ დროს ატარებდნენ ხელოვნების,კულტურის,ლიტერატურისა და მეცნიერების შესახებ საუბრებში.აღნიშნული საუბრები კი,დიდ გერმანელ მეცნიერს სიცოცხლისადმი განუზომელი სწრაფვით ავსებდა.აკი თქვა კიდეც მან: “სოფიასთან საუბრებით ბევრად უფრო მეტს ვიძენ,ვიდრე მეცნიერებისგან”.
1705 წლის 1 თებერვალს პრუსიის ინტელექტუალი დედოფალი და ლაიბნიცის ერთადერთი საყვარელი ქალი – სოფია შარლოტა ჰანოვერელი ყელის ანთების შედეგად გარდაიცვალა.მისი სიკვდილი კი,გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა ძალიან რთულად გადაიტანა.დიდი გერმანელი მეცნიერის ბიოგრაფების ცნობით,არც ერთ ქალს მისი გული ისე არასოდეს აუძგერებია,როგორც ეს სოფია შარლოტა ჰანოვერელმა ააძგერა. (ავტორი გენია.ჯი)
სოფია შარლოტა ჰანოვერელი