ვოლტერი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს პრუსიის მეფემ ფრიდრიხ II-მ თავისთან მიიწვია გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი,უფლებადამცველი და პროზაიკოსი – ფრანსუა-მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი.სადილის შემდეგ ფრიდრიხმა ვოლტერს ნავით ტბაზე გასეირნება შესთავაზა,რაზეც მისგან თანხმობა მიიღო.სეირნობისას,ვოლტერმა შეამჩნია,რომ ნავი გახვრეტილი იყო და ტბის წყალი შიგ შემოდიოდა,რამაც მისი შეშფოთება გამოიწვია.დამფრთხალმა გენიოსმა ნიჩბები სწრაფად აამოქმედა და ნაპირზეც პირველი გადახტა.ვოლტერის ქმედება ფრიდრიხს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მას სიცილით მიუგო:
- აი,თურმე როგორ გეშინიათ სიცოცხლის დაკარგვის.მე კი – სრულიად არა.
თავისი “მწარე ენით” ცნობილმა დიდმა ფრანგმა მეცნიერმა,რომელიც შეურაცხყო პრუსიის მეფის სიტყვებმა,ფრიდრიხს უმალვე ცივად უპასუხა:
- მონარქები ამ ქვეყანაზე იმდენია,რამდენიც გნებავთ! ვოლტერი კი – ერთადერთია! (ავტორი გენია.ჯი)