რობერტ ლუის სტივენსონი – “ეპიზოდი”
დიდი შოტლანდიელი მწერალი,პოეტი და ინგლისური ნეორომანტიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი - რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები),დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა ფილტვების ტუბერკულოზით.მოგვიანებით,მას მარჯვენა ხელი წაერთვა,რის გამოც წერას ვეღარ ახერხებდა.თუმცა მწერალმა დიდი მონდომების შედეგად მარცხენა ხელით წერას დაეჩვია.იმავე პერიოდში ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებული რობერტის 10 წლით უფროსი მეუღლე – ფრენსის მატილდა ოსბორნი,იმისათვის რომ მისთვის შრომა შეემსუბუქებინა სტენოგრაფირების ხელოვნებას დაეუფლა და გახდა კიდეც სტივენსონის ლიტერატურული მდივანი.რობერტზე უზომოდ შეყვარებულმა ქალბატონმა,მეუღლის ნაწარმოებების წერა მისივე კარნახით დაიწყო,თუმცა მათი პრობლემა არც ამით ამოწურულა,რადგან სტივენსონმა ხმაც დაკარგა.გარდა ამისა,რევმატიზმებიც განუვითარდა და თვალისჩინმაც კლება დაუწყო.მიუხედავად ასეთი საშინელი დაავადებებისა,რობერტმა და ფრენსისმა მოახერხეს და ყრუ-მუნჯთა ენას დაეუფლნენ.რის შემდეგაც,დიდი შოტლანდიელი მწერალი თავის ქმნილებებს მარცხენა ხელის გამოყენებით კარნახობდა ფრენსისს.თავდადებული სტივენსონების წყვილმა,ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად,რობერტის ის საშინელი დაავადებები (მათ შორის ტუბერკულოზი) დაამარცხეს,რომლებითაც იგი წლების განმავლობაში იტანჯებოდა.სამოას შემადგენლობაში შემავალ ულამაზეს კუნძულზე – უპოლუზე,ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასული რობერტ ლუის სტივენსონი 1894 წლის 3 დეკემბერს ინსულტის შედეგად ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.მის განსასვენებელ სასახლეს,დიდი შოტლანდიელი მწერლის პატივსაცემად კი დიდი ბრიტანეთის ეროვნული დროშა გადააფარეს… (ავტორი გენია.ჯი)