სამანტა სმიტი – “ეპიზოდი”
“მსოფლიოს პატარა ელჩად” წოდებული ამერიკელი გოგონა – სამანტა სმიტი,რომელიც “ცივი ომის” ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ იქნა მიჩნეული, 1983 წლის დეკემბრის თვეში მიწვეულ იქნა “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,სადაც იმართებოდა ბავშვთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ქალაქ კობეში.აღნიშნული მიწვევის ინიციატორი,თავად იაპონიის პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე გახლდათ.სიმპოზიუმზე სამანტამ წამოაყენა წინადადება,რომლის მიხედვითაც ამერიკელებსა და საბჭოელებს ყოველ წელიწადს ერთმანეთში სულ ორიოდე კვირით შვილიშვილები უნდა გაეცვალათ.როდესაც სამანტას აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჰკითხეს,”მსოფლიოს პატარა ელჩმა” ასეთი პასუხი გასცა:
“ასეთი იდეის განხორციელების შემთხვევაში,ორივე მოწინააღმდეგე მხარეები მოერიდებან ერთმანეთის ატომური იარაღით დაბომბვას,რადგან ეცოდინებათ,რომ მათ სამიზნე ქვეყანაში მათივე შვილიშვილები იმყოფებიან!” (ავტორი გენია.ჯი)