შოთა ნიშნიანიძე – “გული”

 როგორც ჩიტი გალიაში,როგორც მუჭში პეპელა,

 ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ,სიცოცხლის სანთებელა,

 რა ბედის ხარ,რა ვარსკვლავის,სულ შენა ხარ სამიზნე,

 ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ,გულო, სანამ გამიძლებ.

 თვითონ ღმერთი,წამებული,შენ ერთს გწყალობს ისევე -

 მხოლოდ გულში განისვენებს,მხოლოდ გულში ისვენებს.

 გულო,სანამ გული გქვია,გულო, უნდა მტკიოდე.

 გულო,უნდა მიერთგულო,მიმყვე საიქიომდე.

 ეს რამხელა,რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,

 ჯოჯოხეთის დამტეველო,პაწაწინა სამოთხევ…

კომენტარის დატოვება