მიხეილ ბულგაკოვი – “ეპიზოდი”
დიდი რუსი მწერლისა და დრამატურგის – მიხეილ ბულგაკოვის (რიგით მეორე) მეუღლე – ლიუბოვ ბელოზიორსკაია ირწმუნებოდა,რომ,მისმა ქმარმა თავისი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო რომანზე “ოსტატი და მარგარიტა”-ზე მუშაობა 1929 წელს მას შემდეგ დაიწყო,რაც ბულგაკოვმა წაიკითხა ცნობილი რუსი მწერალი-ფანტასტისა და უტოპისტის – ალექსანდრე ჩაიანოვის ნაწარმოები – “ვენედიქტოვი,ანუ ჩემი ცხოვრების ღირშესანიშნავი მოვლენები”.მისივე განმარტებით,ამ ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა იქონია მწერალზე და გადააწყვეტინა კიდეც მას დაეწერა შედევრი-ქმნილება.როგორც ცნობილია,აღნიშნულ ნაწარმოებში მთავარი მოქმედი პერსონები არიან – სატანა და ახალგაზრდა ყმაწვილი,გვარად – ბულგაკოვი.სიუჟეტი კი მოგვითხრობს მათ შორის გამართულ სასტიკ ბრძოლაზე,სადაც ახალგაზრდა ყმაწვილი (ბულგაკოვი) ცდილობს ეშმაკის კლანჭებისაგან დაიხსნას შეყვარებული გოგონას სული,რასაც საბოლოოდ წარმატებით ახერხებს.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ მიხეილ ბულგაკოვმა ალექსანდრე ჩაიანოვის ზემოაღნიშნული ნაწარმოები,”ოსტატი და მარგარიტა”-ზე მუშაობის დაწყებამდე 7 წლით ადრე წაიკითხა… (ავტორი გენია.ჯი)
ლიუბოვ ბელოზიორსკაია