სტივენ ედვინ კინგი – “ეპიზოდი”
1970-იან წლებში ამერიკული გამომცემლობები “არასარსურველი” და “არაპოპულარული” მწერლების მხოლოდ ერთ ნაწარმოებს აქვეყნებდნენ წელიწადში.იმ პერიოდისათვის ამერიკელი მწერალი - სტივენ ედვინ კინგი საზოგადოებისათვის უცნობი მწერალი იყო და შესაბამისად მისი ნაწარმოებებიც ამერიკული საგამომცემლო სახლების მიერ დაწესებულ წესს ექვემდებარებოდნენ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ კინგმა ერთობ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და რიგი საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება ფსევდონიმით – რიჩარდ ბაქმანი დაიწყო.რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ,კერძოდ 1984 წელს ერთ-ერთმა წიგნებით მოვაჭრემ,რომელიც ძალიან კარგად იცნობდა სტივენის შემოქმედებას,იეჭვა რომ – რიჩარდ ბაქმანის უკან,სწორედ მისი საყვარელი მწერალი – სტივენ ედვინ კინგი იმალებოდა.მალევე მან,მწერალს წერილი მისწერა და შეატყობინა,რომ რიჩარდში თავად სტივენი ამოიცნო.ამ აღმოჩენით გაოცებულმა კინგმა,წიგნებით მოვაჭრეს ინტერვიუს მიცემა შესთავაზა,რაც განახორციელა კიდეც.საინტერესოა,რომ ინტერვიუს პრეს-რელიზი იტყობინებოდა რიჩარდ ბრაქმანის გარდაცვალებას,ხოლო სიკვდილის მიზეზად კი “ფსევდონიმის კიბო” იყო მითითებული. (ავტორი გენია.ჯი)