იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ქართველი კლასიკოსი მწერალი – კონსტანტინე გამსახურდია,კომუნისტებისათვის სათაყვანებელი “დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისადმი” მიძღვნილი ღონისძიებების დღეს – 7 ნოემბერს,მის მეუღლეს მირანდა ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად – ლობიოს ახარშვინებდა,თავად კი ქართულ ეროვნულ სამოსში – ჩოხაში ეწყობოდა.
2. ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში ნაპირთან ახლოს,წყლის ფსკერზე მობინადრე მატლი – ლინუსი,დედამიწაზე ყველაზე გრძელი მატლია.მისი საშაულო სიგრძე 10-დან 15 მეტრამდეა,თუმცა ბუნებაში არსებობს 20-25 მეტრის სიგრძის ლინუსებიც.
3. ბეღურასნაირთა რიგის ერთ-ერთი საუკეთესო მგალობელი ფრინველი – ბულბული,თუკი ის შეყვარებულია დღე-ღამის განმავლობაში “სატრფოს” დაახლოებით 3 000-ჯერ უგალობს,ხოლო თუკი დაოჯახებულია მხოლოდ 1000-ჯერ. (ავტორი გენია.ჯი)
4. შავარდნისნაირთა რიგის მტაცებელი ფრინველი – ორბი,გედების მსგავსად დიდი ერთგულებით გამოირჩევიან პარტნიორებისადმი.თუკი ორბს პარტნიორი დაეღუპა,იგი დარჩენილ სიცოცხლეს სრულ მარტოობაში ატარებს.
5. 2014 წლის მონაცემების თანახმად “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სულ შეტანილია 962 ობიექტი,რომელთაგან 745 კულტურული, 188 ბუნებრივი და 29 შერეული ტიპის ობიექტია.
6. დიდი ქართველი ისტორიკოსი,გეოგრაფი და კარტოგრაფი – ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონი წერდა: “საქართვეოლოში მთას ვერ ნახავთ,რომლის წვერსაც წმინდა გიორგის ეკლესია არ ამკობდეს”.
7. ადამიანის მარჯვენა ფილტვი უფრო მეტ ჰაერს იტევს,ვიდრე მარცხენა.
8. დიდმა ამერიკელმა მეწარმემ,უდიდესმა ფოლადის მწარმოებელმა,მულტიმილიონერმა და ფილანტროპმა – ენდრიუ კარნეგიმ (1835-1919 წლები),საკუთარი საფლავისათვის ეპიტაფია თავად შექმნა: “აქ განისვენებს კაცი,რომელმაც თავისზე ჭკვიანი ადამიანების დამორჩილება იცოდა”. (ავტორი გენია.ჯი)
9. აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის ამბის გავრცელების შემდეგ,იმ პერიოდის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მინისტრმა – სტანტონმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “კვდება საუკეთესო მმართველი,როგორსაც ოდესმე იცნობდა მსოფლიო”.
10. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ამერიკელმა განგსტერმა – ალ კაპონემ,სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა: “მთელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ვცდილობდი სიამოვნება მიმენიჭებინა ადამიანებისათვის,ვეხმარებოდი მათ,კარგად გაეტარებინათ დრო, და რა მივიღე ამისათვის? მხოლოდ შეურაცხყოფა და ნიადაგ დევნილი ადამიანის არსებობა”.