ფაქტები “უდაბნოების” შესახებ…
1. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი უდაბნო,აფრიკის კონტინენტზე მდებარე – “ნამიბის უდაბნოა”.მისმა კლიმატმა ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 25 მილიონი წლის წინათ დაიწყო და საბოლოო სახე პროცესის დასასრულმა 4 მილიონი წლის წინათ მიიღო.
2. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს – “საჰარის უდაბნოში”,წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 160 000 მირაჟი ფიქსირდება (ოპტიკური მოვლენა ატმოსფეროში,რომლის დროსაც შორს მყოფ საგანთან ერთად განცალკევებით ჩანს მისი მოჩვენებითი გამოსახულება).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ საჰარაზე განთავსებულ საქარავნო გზებზე სპეციალური რუკებიც კია შედგენილი,სადაც აღნიშნულია ის ადგილები,რომლებზეც ყველაზე ხშირად ფიქსრიდება ბუნების ეს საოცარი მოვლენა. (ავტორი გენია.ჯი)
3. ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის მოქცეულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ ადგილას,რომელსაც – “სიკვდილის ველს” უწოდებენ,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 15 სახეობის ფრინველი, 40 სახეობის ძუძუმწავარა ცხოველი, 44 სახეობის ქვეწარმავალი, 13 სახეობის თევზი და 545 სახეობის მცენარე გვხვდება.
4. სულ დედამიწაზე “უდაბნოებს” – 16,5 მილიონი კვადრატული ფართობი უკავიათ (აქ გათვალისწინებული არ არის ანტარქტიდაზე მდებარე თოვლიანი უდაბნოები),რაც ხმელეთის 11 %-ს შეადგენს.ანტარქტიდის თოვლიანი უდაბნოების ჩათვლით კი 20 %-ზე მეტს.
5. ევრაზიის კონტინენტის შემდეგ სიდიდით მეორე კონტინენტის – აფრიკის ტერიტორიის (კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მილიონ კვადრატულ კილომეტრს) მესამედი უდაბნოებს უკავიათ.აფრიკაში მდებარე უდაბნოებიდან ყველაზე დიდი უდაბნოებია – “საჰარა” (9 მილიონი კვადრატული კილომეტრი),”კალაჰარი” (600 000 კვადრატული კილომეტრი) და “ნამიბის უდაბნო” (80,900 კვადრატული კილომეტრი).
6. ბოლივიაში,ზღვის დონიდან 3 650 მეტრ სიმაღლეზე მდებარე – “იუნის უდაბნო” (ფართობი 10 000 კვადრატული კილომეტრი),დედამიწაზე ყველაზე მარილიანი უდაბნოა.მარილის სრული რეზერვები სპეციალისტების ვარაუდით 10 მილიარდ ტონას შეადგენს.აღნიშნულ უდაბნოში ოდესღაც დიდი მარილოვანი ტბა მდებარეობდა,თუმცა დროთა განმავლობაში იგი დამშრალი იქნა.გარდა ამისა,იგი ყველზე მდიდარი ადგილია მსოფლიოში,სადაც – “ლითიუმი” მოიპოვება (ყველაზე მსუბუქი მყარი ქიმიური ელემენტი,რომელსაც ძირითადად გამოიყენებენ სითბოს გამტარებში,ბატარეებში და ასევე,როგორც კომპონენტი ზოგიერთი სახის მედიკამენტებში,კერძოდ ნერვულ სტაბილიზატორებში).
7. მსოფლიოში არსებულ უდაბნოებს შორის ყველაზე ახალგაზრდა უდაბნო ცენტრალურ აზიაში,კერძოდ უზბეკეთისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარე – “არალყუმია” (38 000 კვადრატული კილომეტრი).იგი ჩამოყალიბებულ იქნა იმ ტერიტორიაზე,რომელზეც სულ რამდენიმე ათწლეულის წინ – არალის ზღვა იყო განთავსებული.არალის ზღვის დაშრობა (რომელმაც სათავე 1960 წლიდან აიღო) დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად არის მიჩნეული.აღნიშნულ კატასტროფას კი, 200-მდე სხვადასხვა სახეობის ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობა შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი)
8. მსოფლიოში არსებული უდაბნოებიდან ყველაზე მცირე ფართობის მქონე უდაბნო გახლავთ – “კარკოსის უდაბნო”,რომელიც კანადაში მდებარეობს.მისი ფართობი სულ რაღაც 2,6 კვადრატული კილომეტრია. 1990-იანი წლების დასასრულს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ “კარკოსის უდაბნოს” ტერიტორიაზე ნაკრძალად გამოეცხადებინა,თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გაწეული დიდი წინააღმდეგობის შემდეგ,განზრახვაზე ხელი აიღო.ცნობილია,რომ “კარკოსის უდაბნოში” ადგილობრივები ძალიან ხშირად აწყობენ პიკნიკებს,ხოლო ახალგაზრდები დაფების გამოყენებით მასიურად სრიალებენ უდაბნოში განთავსებულ დიუნებზე.