ლევ ლანდაუ – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური საბჭოთა ფიზიკოს-თეორიტიკოსი და 1962 წლის ნობელიანტი ფიზიკაში – ლევ ლანდაუ (1908-1968 წლები),რომელსაც ფიზიკის სამყაროში – “დაუ”-ს ზედსახელით მოიხსენიებდნენ, და რომელიც ერთ-ერთი უსაყვარლესი მეცნიერი იყო უდიდესი დანიელი ფიზიკოს-თეორიტიკოსის – ნილს ბორისა,აღიარებდა რომ,მის ცხოვრებისეულ და პროფესიულ მოღვაწეობაზე უდიდესი გავლენა იქონია დიდი ფრანგი მწერლის – სტენდალის ბრწყინვალე რომანმა – “წითელი და შავი”.ლანდაუ,რომელსაც თითქმის დაზეპირებული ჰქონდა ფრანსუა მარი მარუეს ზემოაღნიშნული რომანი,ამბოდა: “სტენდალის რომანის – “წითელი და შავი”-ს წაკითხვამ შთამინერგა,რომ ყოველი ადამიანი იმდენად ძლიერი უნდა იყოს,რომ საკუთარი ბედი თავადვე გამოჭედოს. (ავტორი გენია.ჯი)