ჯოან როულინგი – “ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი ქალი,ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა და “ვიქტორ-მარი ჰიუგოს სახელობის ლიტერატურული პრემიის” ლაურეატი - ჯოან როულინგი,რამდენიმე ხნის მანძილზე საყოველთაოდ ცნობილი “საერთაშორისო ამნისტიის” ორგანიზაციის მეცნიერ-თანამშრომლად და მდივან-მთარგმნელად მუშაობდა,სადაც მუშაობა 1990 წელს შეწყვიტა.ჰარი პოტერის შესახებ წიგნების დაწერის იდეა მას ჯერ კიდევ 1990 წელს მოუვიდა,თუმცა იმ პერიოდში მის ცხოვრებაში გარდა იმისა,რომ უმუშევარი დარჩა,კიდევ რამდენიმე სავალალო ფაქტი მოხდა: გარდაეცვალა დედა და გაშორდა მეუღლეს,რის გამოც გარკვეული პერიოდი სოციალური დახმარებით გაჰქონდა თავი.მანჩესტერიდან ლონდონში მიმავალ როულინგს,პირველად სწორედ დედაქალაქში მდებარე “კინგს-კროსის” სადგურზე მოუვიდა იდეა დაეწერა წიგნი ჰარი პოტერის შესახებ.აღნიშნული სადგური მისთვის ერთგვარ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა,რადგან იქ გაიცნეს წლების წინ (1964 წელი) ერთმანეთი მისმა მშობლებმა.მიუხედავად იმისა,რომ როულინგს წიგნის დაწერის იდეა 1990 წელს მოუვიდა,მან წლების მანძილზე ნაწარმოებზე მუშაობა მაინც ვერ დაიწყო.მას შემდეგ,რაც “ჰარი პოტერის” შესახებ გამოქვეყნებულმა წიგნებმა მსოფლიო დაიპყრო,უკვე სახელოვანმა მწერალმა ქალმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა,რომ რომანებში აღწერილი მოვლენები მისი პირადი ბიოგრაფიიდან იყო აღებული.წიგნების ერთ-ერთი მთავარი გმირი – გერმიონა,თავად მწერლის კარიკატურას განასახიერებდა,მისი უახლოესი მეგობარი – რონ უიზლი კი,სინამდვილეში მისივე სკოლის მეგობრის – შონ ჰარისის პროტოტიპი იყო.
აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ერთ დროს სახელმწიფო სახმარების კმაყოფაზე მყოფი – ჯოან როულინგი,”ჰარი პოტერის” თემაზე შექმნილმა ნაწარმოებებმა ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია.მან 2000 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი – “Volant Charitable Trust”,რომლის უმთავრეს მიზნადაც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაა დასახული.აღნიშნულ ფონდში,თავად დამფუძნებელმა როულინგმა ძალიან დიდი თანხები შეიტანა. 2007 წელს დიდი ინგლისელი მწერალი ქალი – ჯოან როულინგი,მსოფლიოში “წლის მეორე ადამიანად” იქნა დასახელებული,ხოლო 2010 წელს კი “დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან ქალბატონად” იქნა აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი)