“ფორტეპიანოს” შესახებ…

კლავიშებიან-სიმებიანი მუსიკალური საკრავის – ფორტეპიანოს (რომელიც იტალიური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და თავის თავში მოიცავს,როგორც პიანინოს,ასევე როიალს) “წინაპრად”,ძველებურ კლავიშებიან საკრავს – კლავესინს მიიჩნევენ.თანამედროვე ფორტეპიანოს დასარტყამი მექანზმის ავტორად და ზოგადად ფორტეპიანოს შემქნელად დიდი იტალიელი კლავესინების დამზადების ოსტატი - ბართოლომეო კრისტოფორი დი ფრანჩესკო (1655-1732 წლები) სახელდება,რომელმაც აღნიშნული მექანიზმი 1709 წელს გამოიგონა. 1711 წელს ასეთივე მექანიზმი აღწერილ იქნა იტალიელი პოეტისა და ხელოვნებათმცოდნის – მარკიზ შიპიონე მაფეის მიერ.თავდაპირველად ფორტეპიანოს მოიხენიებდნენ,როგორც “gravicembalo col piano e forte”,რაც თარგმანით “კლავესინი მაღალი და დაბალი ხმებით” აღნიშნავს.მოგვიანებით მას – “პიანოფორტე” უწოდეს,საბოლოოდ კი – “ფორტეპიანო”.

პირველი ნაწარმოები (სონატა) ფორტეპიანოსათვის შექმნილ იქნა 1732 წელს დიდი იტალიელი კომპოზიტორის – ლოდოვიკო ჯუსტინის მიერ,თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ახალ მუსიკალურ საკრავს – ფორტეპიანოს იმ პერიოდისათვის არც კომპოზიტორები წყალობდნენ და არც მუსიკოსები.ამ უნიკალური ჟღერადობის მქონე საკრავის მიმართ ინტერესი მხოლოდ XVIII საუკუნის მიწურულს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ფრანც იოზეფ ჰაიდნის მოვაწეობის ეპოქაში გამომაჟღავნდა.

ფორტეპიანოს მუსიკალური ინსტრუმენტის 70 % ხის მასალისაგან შედგება.ადრეულ წლებში მის დასამზადებლად სპილოს ძვალსაც გამოიყენებდნენ (ძირითადად კლავიშებისათვის).აქვე მინდა გაცნობოთ,რომ სხვადასხვა პერიოდებში გავრცელებული იყო პიანინოსა და როიალის ისეთი სახეობები,რომლებიც დღეისათვის აღარ მზადდება,მაგალითად: “პიანო-ლირა”,”პიანო-არფა”,”პიანო-ბიურო”,”პირამიდული პიანინო” და სხვა.ფროტეპიანოს დღესდღეობით მუსიკოსები სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე გამორჩეულად მიიჩნევენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თანამედროვე ეპოქას შემორჩა სამი ძველი შედევრი-ფორტეპიანო: 17020 წელს დამზადებული ფირტეპიანო,რომელიც დაცულია ნიუ-იორკის დიდებულ “მეტროპილიტენ-მუზეუმში”; 1722 წელს დამზადებული ფორტეპიანო,დაცულია რომში განთავსებულ “მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში და 1726 წელს დამზადებული ფორტეპიანო,რომელიც დაცულია ლაიპციგის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>