“დავითი” – (ეპიზოდი)
გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრის,პოეტისა და აქრქიტექტორის – მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ 1501-1504 წლებში მარმარილოთი შექმნილი შედევრი ქანდაკება - “დავითი”,იმთავითვე იქცა რენესანსული ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად.თუმცა მინდა ავღნიშნო,რომ ამ უნიკალურ ქანდაკების ირგვლივაც შეიქმნა ერთი მეტად საინტერესო კაზუსი.კერძოდ, XX საუკუნეში იტალიის ულამაზესი ქალაქის – ფლორენციის (სადაც “ხელოვნების აკადემიაში” დღემდეა დაცული მიქელანჯელოს შედევრი-ქმნილება) ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ იერუსალიმისათვის 3 000 წლოვანი იუბილის მისალოცად,ისრაელში გაეგზავნათ “დავითის” ქანდაკების ზუსტი ასლი.თუმცა,ფლორენციელ სახელმწიფო მოხელეებს,მათდა გასაოცრად იერუსალიმიდან “დავითის” ქანდაკების მიღებაზე უარი შემოუთვალეს.ისრაელიდან ფლორენციაში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში განმარტებული იყო,რომ ებრაელებისათვის ყოვლად მიუღებელი იყო იერუსალიმში აღემართათ ისრაელის სამეფოს მეორე მეფისა და ეროვნული გმირის – დავითის “შიშველი” ქანდაკება.შესაბამისად,ფლორენციელთა მიერ იერუსალიმისათვის განკუთვნილი საჩუქარი ფლორენციაშივე დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)