ლუი მარშანი – “ეპიზოდი”
1717 წელს გერმანიის ქალაქ დრეზდენში ჩავიდა ვირტუოზი ფრანგი ორღანისტი და კლავესინისტი - ლუი მარშანი (1669-1732 წლები).მის მიერ ჩატარებულმა კონცერტმა დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.მარშანის მოწვევის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს,რომ ერთგვარი მუსიკალური დუელი გაემართათ ლუისა და ჯერ კიდეც ბევრისათვის უცნობ გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს და ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელს – იოჰან სებასტიან ბახს შორის.აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ორივე ვირტუოზმა თანხმობა განაცხადა.როდესაც “დუელის” გამართვის დღე დადგა,ყველა გააკვირვა იმ ფაქტმა,რომ ლუი მარშანი ქალაქიდან სრულიად უჩუმრად გაპარულიყო.ამიტომ,სებასტიანს კონცერტზე გამოსვლა მარტო მოუწია.ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ მარშანის დრეზდენიდან გაქცევის მიზეზი ის იყო,რომ მან “დუელის” გამართვამდე მოუსმინა ბახის მიერ ვიტუოზულად შესრულებულ მუსიკას და მიხვდა,რომ იგი უცილობლად დამარცხდებოდა,რაც მის პრესტიჟს დასცემდა.მეორე ნაწილი ექსპერტებისა კი მიიჩნევს,რომ იმ პერიოდისათვის საყოველთაოდ ცნობილმა მუსიკოსმა ლუი მარშანმა ღირსეულ მოწინააღმდეგედ არ მიიჩნია ყველასათვის უცნობი პროვინციელი მუსიკოსი და შესაბამისად მსათან ერთად მუსიკალურ დუელში გასვლა მიზანშეუწონლად მიიჩნია.ფაქტი კი მაინც ფაქტად რჩება: ლუი მარშანი იოჰან სებასტიან ბახთან გასამართ შეჯიბრებამდე ერთი დღით ადრე დრეზდენიდან მალულად გაიქცა…. (ავტორი გენია.ჯი)