ოროია

ოროია – წარმოადგენს კაქტუსისებრთა ორლებნიან მცენარეთა ოჯახის ერთ-ერთ სახეობას,რომლის გავრცელების არეალიც (ბუნებრივ პირობებში) დედამიწაზე ერთობ მცირეა.ისინი ძირითადად გვხვდებიან სამხრეთ ამერიკაში მდებარე პერუს ტერიტორიაზე.კერძოდ,ქალაქ უარასიდან ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ტომოსის დასახლებამდე.აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებს შორის მანძილი კი 700 კილომეტრია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ – ოროია,გავრცელებულია ზღვის დონიდან 3000 – 4000 მეტრ სიმაღლეებზე.ოროიას პირველი ეგზემპლარები აღმოჩენილ იქნა ავგუსტ ვებერაუერის მიერ,პერუში მდებარე ქალაქ ოროიას შემოგარენში.კაქტუსისებრთა სახეობის აღნიშნულ მცენარეს სახელი – ოროია, 1922 წელს უწოდეს დიდმა ამერიკელმა ბოტანიკოსებმა – ნათანიელ ლორდ ბრიტონმაა და ჯოზეფ ნელსონ როუზმა.ოროიას სიმაღლე 15-დან 40 სანტიმეტრამდე მერყეობს (გააჩნია ქვესახეობებს).თავად მცენარე დაფარულია მასიური ეკლებით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ოროია ძალიან ლამაზად ყვავილობს,რამაც მისი პოპულაცია ერთობ გაზარდა და რამაც იგი “ოთახის მცენარედაც” კი აქცია.დღესდღეობით ბუნებაში ოროიას რამდენიმე ქვესახეობაა გავრცელებული: Oroya borchersii,Oroya laxsiareolata,Oroya neoperuviana და Oroya peruviana. (ავტორი გენია.ჯი)

Oroya borchersii

 Oroya peruviana

Oroya neoperuviana

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>