შოთა ნიშნიანიძე – “არბევენ სოროს თუ ჩიტის ბუდეს”

არბევენ სოროს თუ ჩიტის ბუდეს -

ვიღაც აგრძელებს ცოდვას გუშინდელს.

დედამიწაზე არ არის წუთი

სადღაც ვიღაცას რომ არ უჭირდეს.

* * *

კაცო,ცხოვრებას ნუ გალევ ფუჭად,

ვიღაცის მაინც იყავი მხსნელად,

სადღაც ვიღაცას ყოველთვის უჭირს,

სადღაც ვიღაცა მოითხოვს შველას.

კომენტარის დატოვება