სოკრატეს “გენიალური” პასუხი…

ერთ დღეს,ანტიკური სამყაროს უდიდეს ფილოსოფოსთან – სოკრატესთან,ახალგაზრდა ყმაწვილი მივიდა და უთხრა:

- იცით თუ არა თქვენ,რას ლაპარაკობს სოკრატეზე მისი მეგობარი?

- სანამ მეტყოდე,რას ლაპარაკობს ჩემი მეგობარი სოკრატეზე,მოდი,მანამ აღნიშნული ახალი ამბავი სამ საცერში გავცრათ, – უპასუხა სოკრატემ და იქვე განაგრძო:

- პირველი – ეს არის სიმართლის საცერი: ახალგაზრდავ დარწმუნებული ხართ თუ არა იმაში,რომ ჩემთვის რის თქმასაც აპირებთ,სრული სიმართლეა?

- არა,რადგან ეს ამბავი მე სხვებისაგან გავიგე, – იყო პასუხი.

- აი,ხომ ხედავთ,თავად არა ხართ დარწმუნებული იმ ინფორმაციის ჭეშმარიტებაში,რაც ჩემთვის უნდა გადმოგეცათ.

- მეორე – კეთილშობილების საცერია: ეს ინფორმაცია სასიამოვნო იქნება თუ არა ჩემთვის? – იკითხა სოკრატემ.

- არა! – იყო პასუხი.

- მესამე და ბოლო საცერი სარგებლობაა: იქნება თუ არა თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია ჩემთვის რაიმე სარგებლობის მომტანი?

- ვეჭვობ! – უპასუხა ახალგაზრდამ.

- აი,ხომ ხედავთ ყმაწვილო: თქვენ გინდათ მომიყვეთ ისეთი ახალი ამბავი,რომელშიც არც სიმართლეა და არც რაიმე კეთილშობილება.გარდა ამისა,მასში არ არსებობს ისეთი რამ,რაც მე სარგებლობას მომიტანს.ახლა,მე გეკითხებით თქვენ: რა საჭიროა ასეთი ახალი ამბის მოყოლა ჩემთვის?

ახალგაზრდა ყმაწვილმა მოისმინა-რა სოკრატეს გენიალური შეხედულებები,ისე გაშორდა მას,რომ ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება