გუან დაოშენი
გუან დაოშენი - დაიბადა 1262 წელს ჩინეთში.იგი წარმოადგენდა იუანის დინასტიის მმართველობის პერიოდის იმ დიდ ჩინელ პოეტს,მხატვარსა და კალიგრაფს,რომელიც დღემდე მიჩნეულია პირველ მხატვარ-ქალად ჩინეთის ისტორიაში.იმ ეპოქაში მისი სახელი ერთგვარად იქცა იდეალად ჩინელი ქალისა. (ავტორი გენია.ჯი) გუან დაოშენი გახლდათ მეუღლე დიდი ჩინელი მხატვრისა და კალიგრაფის ჩჟაო მენფუსი.მიუხედავად ამისა მეუღლის შემოქმედებას მასზე გავლენა არ მოუხდენია და იგი თვითმყოფადი შემოქმედებით იღწვოდა.შესაბამისად დაოშენი ინარჩუნებდა მისი შემოქმედების სტილსა და ინდივიდუალურობას.იგი თავის ლექსებს წერდა გრაგნილებზე,რომელთაც თავისივე ილუსტრაციებს უკეთებდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი უმთვრესი მოტივი პოეზიაში გახლდათ მეუღლე და შვილები,სადაც ერთგვარი უკმაყოფილებით,სარკაზმითა და ირონიით გადმოსცემდა მის დამოკიდებულებას მეუღლის მიერ ხარჭის აყვანის გამო.გუან დაოშენის პოეზია,მისი მეუღლის და ვაჟის (ცნობილი პოეტი – ჩჟაო იუნა) პოეზიასთან ერთად,შემდგომ საუკუნეებში ერთად იქნა შეკრებილი მონღოლთა იმპერატორის – აიურბარიბადას ბრძანების საფუძველზე,მისსავე კოლექციისათვის.ფაქტიურად გუან დაოშენის ოჯახი ჩინეთში “ინტელექტუალთა ოჯახად” იყო ცნობილი და ისინი დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ მოსახლეოაში.გუან დაოშენი გარდაიცვალა 1319 წელს.