“სერიული მკვლელების გამონათქვამები”
1. “იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა ამ ქვეყნად,რომ ცოდვილების სულები ეხსნა,რომელთა შორისაც ყველაზე საშინელი ცოდვილი თავად მე ვარ!” – ჯეფრი ლაიონელ დამერი (ამერიკელი სერიული მკვლელი.მისჯილი ჰქონდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა,თუმცა 1994 წელს თანასაკლელის მიერ იქნა მოკლული)
* * *
2. “მე არა მყავს მშობლები,ამიტომაც არ ვიცი ადამიანების სიყვარული”. – კარლტონ გერი (ამერიკელი სერიული მკვლელი)
* * *
3. “ისინი არ იყვნენ წმინდანები!” – ბობი ჯო ლონგი (ამ სიტყვებით მან იგულისხმა ის ადამიანები,რომლებიც გააუპატიურა და მოკლა.მისჯილი აქვს სიკვდილით დასჯა)
* * *
4. “უბრალოდ მაინტერესებდა ის,თუ რას იგრძნობდა ბებია,როდესაც მას ვესროლე”. – ედმუნდ კემპერი (ამერიკელი სერიული მკვლელი,რომლის სინდისზეც ექვსი გოგონას,საკუთარი დედის,ბაბუისა და ბებიის მკვლელობები იყო.მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა)
* * *
5. “ადამიანურობა და სულიერება,რომლითაც მე ღმერთმა დამაჯილდოვა,სამწუხაროთ,დროთა განმავლობაში სრულიად დაიმსხვრა”. – ტედ ბანდი (ამერიკელი სერიული მკვლელი.დასჯილი იქნა სიკვდილით)
* * *
6. “ყველა ჩვენთაგანში – ლუციფერი ზის!” – რიჩარდ რამირესი (ასე მიმართა სასამართლოს ლათინოამერიკული წარმომავლობის მქონე ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა.მისჯილი ჰქონდა სიკვდილით დასჯა,თუმცა განაჩენის აღსრულებამდე,ღვიძლის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა)
* * *
7. “მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მკვლელობებითა და ზოგადად – სიკვდილით”. – დევიდ ბერკოვიჩი (ამერიკელი სერიული მკვლელი.მისჯილი აქვს 300 წლით თავისუფლების აღკვეთა)
* * *
8. “როგორი აღმაფრთოვანებელია – მოკვდე ელექტროსკამზე! – ალბერტ ფიში (ამერიკელი სერიული მკვლელი.დასჯილ იქნა სიკვდილით ელექროსკამზე)
9. “ეს სამყარო არ ღირს იმად,რომ მასში იცხოვრო!” – ჩარლზ უიტმენი (“ტეხასელი სნაიპერის” ზედსახელით ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი.მოკლულ იქნა პოლიციასთან შეტაკების დროს)
* * *
10. “მე მეზიზღება ადამიანთა მოდგმა,საკუთარი თავის ჩათვლით!” – კარლ პანცრამი (ამერიკელი სერიული მკვლელი. 1930 წლის 5 სექტემბერს სიკვდილით იქნა დასჯილი)