C/1996 B2 (კომეტა – “ჰიაუტაკე”) – (კომეტის ყველაზე გრძელი კუდი)
C/1996 B2 – წარმოადგენს ხანგრძლივპერიოდულ კომეტას,რომელიც აღმოჩენილ იქნა 1996 წლის 30 იანვარს იაპონელი მოყვარული-ასტრონომის – იუძი ჰიაუკატეს მიერ. C/1996 B2 აღნიშნული კომეტის სამეცნიერო და ოფიციალური სახელწოდებაა,თუმცა მას მეცნიერები ხშირად აღმომჩენის სახელით – “ჰიაუტაკე”-თიც მოიხსენიებენ.(ავტორი გენია.ჯი)აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უკანასკნელი 200 წლის მანძილზე სწორედ “ჰიაუტაკე” გახლავთ ის კომეტა,რომელმაც 1996 წელს ყველაზე ახლო დისტანციაზე ჩაუარა დედამიწას.მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იყო შესაძლებელი,რადგან გამოირჩეოდა მეტად კაშკაშა ნათებით,რის გამოც მას “დიდი კომეტა” უწოდეს (ასეთი ტექნიკური სახელით მოიხსენიებენ განსაკუთრებულად ეფექტური სიკაშკაშით გამორჩეულ და დედამიწიდან შეუიარაღებეკლი თვალით დაკვირვებისათვის ხელსაყრელ კომეტებს). 1996 წელს მეცნიერების გაოცება გამოიწვია არა თავად კომეტის გამოჩენამ,არამედ მისმა უზარმაზარი კუდის სიგრძემ.წინა რეკორდი კომეტის კუდის სიგრძისა 1843 წელს იყო დაფიქსირებული და მისი სიგრძე 2 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენდა,რაც 300 მილიონი კილომეტრის ექვივალენტია.”ჰიაუტაკეს” კუდის სიგრძე კი 560 მილიონი კილომეტრის სიგრძე გახლდათ,რაც თითქმის ორჯერ აღემატებოდა 1843 წელს დაფიქსირებული კომეტის კუდის სიგრძეს.აღნიშნულ კომეტაზე დაკვირვებამ მეცნიერებს საშუალება მისცა გაეკეთებინათ უმნიშვნელოვანესი დასკვნები.კერძოდ,მათ დაადგინეს,რომ “ჰიაუტაკე”-ს კომეტა შეიცავდა ეთანსა და მეთანს.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ სწორედ ეს გახლდათ პირველი დამადასტურებელი ფაქტი კომეტებში სხვადასხვა სახის აირების არსებობისა. (ავტორი გენია.ჯი)