ოროპენდოლა-მონტესუმა
ოროპენდოლა-მონტესუმა – წარმოადგენს ტრუპიალისებრნთა სახეობის ულამაზეს მგალობელ ფრინველს.მათი გავრცელების უმთავრესი არეალი ცენტრალური ამერიკის ტერიტორიის დაბლობებია,კერძოდ კარიბის კუნძულების სანაპიროები,მექსიკის სამხრეთ აღმოსავლეთი და პანამის ცენტრალური რეგიონები. (ავტორი გენია.ჯი) მათი ხილვა ასევე შესაძლებელია ნიკარაგუის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებსა და კოსტა-რიკის დასავლეთით.აღნიშნულ ფრინველს – ოროპენდოლა-მონტესუმა,საყოველთაოდ ცნობილი აცტეკების იმპერატორის – მონტესუმა II-ს (1467-1520 წლები) საპატივცემულოდ უწოდეს.მამრების ძირითადი შეფერილობა წაბლისფერია.მდედრებს თავი და ტანი შავი ფერის აქვთ,ფრთები შავი და წითელი ფერის,ხოლო კუდის ფრთები კი ყვითელი ფერის,რომელთა ბოლოებშიც ორი შავი ფერის ფრთის დაბოლოება აქვთ.გააჩნიათ გრძელი ნისკარტი.მდედრი ეგზემპლარები მამრებს ძალიან ჩამოჰგვანან.თუმცა,თუკი მდედრის წონა 230 გრამია და 38 სანტიმეტრი სიგრძისაა,მამრის ანალოგიური მაჩვენებლები უფრო მოზრდილია: სიგრძით – 50 სანტიმეტრი,წონით – 520 გრამი.ოროპენდოლა-მონტესუმა იკვებება მსხვილი ქვეწარმავლებით,ხილით (მათ შორის ბანანით),მცირე ზომის ძუძუმწოვრებითა და ნექტარით.თავიანთ საოცარ ბუდეებს,რომელთა სიგრძეც ხშირად 60-დან 180 სანტიმეტრამდეც კია,იკეთებენ კოლონიებად,რომელშიც საშუალოდ 30 ბუდეა განთავსებული.თუმცა,ბუნებაში აღმოჩენილი იქნა 172 ბუდისაგან შემდგარი კოლონიაც.ყოველ ასეთ კოლონიაში დომინირებადი მამრია.მდედრები დებენ ორ კვერცხს.ინკუბაცია გრძელდება 15 დღის განმავლობაში.გამოჩეკიდან 30 დღის შემდეგ ოროპენდოლა-მონტესუმას ბარტყები თვითმყოფად ცხოვვრებას იწყებენ. (ავტორი გენია.ჯი)
ოროპენდოლა-მონტესუმების მიერ აგებული საოცარი ბუდეები