იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი შემდეგი სიტყვებით აღწერა: “ბრიჯიტ ბარდო კალიგულას თვალებით”.
2. “ეიფელი კოშკის” გრანდიოზული ლითონის კონსტრუქციის მშენებლობას პარიზში 1887-1887 წლებში ერთი მშენებლის სიცოცხლე შეეწირა.
3. გენიალურმა შოტლანდიელმა მსახიობმა და პროდიუსერმა – სერ ტომას შონ კონერიმ,რომელმაც 7-ჯერ შეასრულა იან ფლემინგის მიერ დადგმულ ფილმებში – ჯეიმს ბონდის როლი,ყოველი როლი პარიკით შეასრულა.
4. ერთ-ერთი ჩინური ლეგენდის თანახმად,ჩინეთის იმპერატორი – შენ ნონგი,რომელსაც “წამლების მეფედ” მოიხსენიებდნენ,ჩაის ფოთლებს აბაზანის წყალში ყრიდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა დაბანას.აქვე მინდა დავამატო,რომ ჩაის როგორც სასმელი საშუალების გამოყენებაც სათავეს ჩინეთში ჯერ კიდევ ძვ.წ.აით 2737 წლიდან იღებს. (ავტორი გენია.ჯი)
5. პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ანტარქტიდის კონტინენტზე ბავშვის დაბადებისა დაფიქსირებულ იქნა 1978 წელს.ამ ყინულოვან კონტინენტზე დაბადებულ ბავშვს სახელად – ემილიო მარკოს პალმა დაარქვეს.
6. მეცნიერებას კოცნის შესახებ – “ფილემატოლოგია” ეწოდება.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ “კოცნის საერთაშორისო დღე” – 6 ივლისს აღინიშნება.
7. ანტიკური ხანის ფილოსოფოსები წვერ-ულვაშს თავიანთი პროფესიისათვის დამახასიათებელ სავალდებულო ატრიბუტად მიიჩნევდნენ.
8. აფრიკის დასავლეთით მდებარე - ნიგერის რესპუბლიკა,კვლევების თანახმად “ყველაზე ახალგაზრდულ ქვეყნად” იქნა დასახელებული მსოფლიოში,რადგან ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა 50 % – 15 წლის და ნაკლები ასაკის მქონენი არიან. (ავტორი გენია.ჯი)
9. პირველი საჭადრაკო დაფა,რომელზეც შავი და თეთრი ფერის უჯრედები იყო აღნიშნული 1090 წელს გამოჩნდა ევროპაში.
10. მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის “ბითლზის” წამყვან წევრს – ჯონ უინსტონ ონო ლენონს,განსაკუთრებით უყვარდა კატები და საკმაოდ ბევრი კატაც ჰყავდა.თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ლენონმა თავის სამ კატას ერთობ უჩვეულო სახელები დაარქვა: იესო,მარილი და წიწაკა.