ჰანბოკი – (კორეელთა ეროვნული სამოსი)
ჰანბოკი – რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში მოიხსენიებენ,როგორც – ჩოსონოტი,წარმოადგენს კორეელთა ეროვნულ და ტრადიციულ სამოსს.სიტყვა-სიტყვით – ჰანბოკი – “კორეელთა ტანისამოსს” აღნიშნავს.ცნობილია,რომ კორეეელებს იმთავითვე ჩაცმის განსაკუთრებული სტილი ჰქონდათ. (ავტორი გენია.ჯი) მათი ჩაცმა-დახურვის მანერა სრულიად იყო დამოკიდებული ამა თუ იმ სოციალურ მდგომარეობასა და სქესზე.თანამედროვე პერიოდში ისინი ნახევრადოფიციალურ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირ შემთხვევებში ეროვნული სამოსით – ჰანბოკით ჩნდებიან.სუსტი სქესის წარმომადგენლების ჰანბოკი ორი ნაწილისაგან შედგება – ქვედა კაბა,რომელსაც – ჩიმა ეწოდება,ხოლო ზედა ბოლოს,რომელსაც მოკლე ქურთუკის ფორმა აქვს – ჯეოგორი ეწოდება.კორეელი მამაკაცების ჰანბოკებიც ორი ნაწილისაგან შედგება – ქვედა ბოლო – ბაჯი და ზედა ბოლო – ჯეოგორი.
საინტერესო გახლავთ ის,რომ XVIII – XIX საუკუნეებში კორეელთა ეროვნული სამოსის – ჰანბოკის ჯეოგორები მეტად გრძელი იყო და თანამედროვე პალტოს ჩამოჰგავდა,თუმცა წლების გასვლასთან ერთად ქალის ზედა ბოლოების ნაწილი ერთობ შემოკლებული იქნა,რის გამოც ფაქტიურად მათ მთელი მკერდი შიშვლად მოუჩანდათ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კორეელ ქალთა ეროვნულ ტანისამოსს მდიდარმა ფენამ დაუმატა ეგრეთ წოდებული – ჰეორეტები,რომლებიც ქალების შიშველ მკერდს ფარავდნენ,თუმცა ამ პროვილეგიით არ ისარგებლა შედარებით დაბალი სოციალური ფენის მქონე კორეელმა ქალებმა,რომელბიც კვლავაც შიშველი მკერდით ჩნდებოდნენ საზოგადოებაში.ასეთ სამოსს ისინი ატარებდნენ,როგორც სახლში,ასევე საჯაროდაც.არის მოსაზრება,რომ ამ მეთოდით დაბალი სოციალური ფენის მქონე კორეელი ქალბატონები,ხაზს უსვამდნენ თავიანთ ქალურ სიამაყესა და დედობრივ ინსტიქტებს.ის ქალბატონები,რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ,პატარებს მკერდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც კი ყოველგვარი კომპლექსის გარეშე კვებავდნენ.მოგვიანებით,ეს ტრადიცია შეცვლილ იქნა და ჰანბოკი,კვლავ თავის საწყის ფორმებს დაუბრუნდა. (ავტორი გენია.ჯი)
თანამედროვე ეპოქის – “ჰანბოკი”