ჯაკარანდა
ჯაკარანდა – წარმოადგენს ორლებნიან ბიგნონიასებრთა ოჯახის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობის მცენარეს.აღნიშნული სახეობის მცენარეთა გავრცელების უმთავრესი არეალი და შეიძლება ითქვას სამშობლო,სამხრეთ ამერიკაში მდებარე – ბრაზილიაა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა გვხვდებიან არგენტინაშიც.ჯაკარანდა ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატების მოყვარული მცენარეა.სულ ბუნებაში მისი 50 ქვესახეობა გვხვდება,რომელთაგან უმეტესობა მარადმწვანეა.სახეობების-და მიხედვით,ზოგიერთი ქვესახეობა საშუალო ან დიდი ხეების სახითაა გავრცელებული.ულამაზესი ჯაკარანდას ფოთლები გვიმრანაისებრი ფორმისაა,ხოლო გასაოცარი სილამაზისა და შეფერილობის მქონე ყვავილები კი ძირითადად იასამნისფერი და მოლურჯო ფერთა გამით გამოირჩევა.გარდა ამისა,გვხვდება თეთრ ყვავილებიანი ეგზემპლარებიც,მაგალითად – “alba”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჯაკარანდა არა მარტო იშვიათი სილამაზით გამორჩეული მცენარეა,არამედ მისი მასალისაგან საუკეთესო ხარისხის ავეჯიც მზადდება.ცნობილია ისიც,რომ გავრცელებულია ჯაკარანდას დეკორატიული და ოთახის ქვესახეობებიც,მაგალითად – “მიმოზისფოთლოვანი ჯაკარანდა”.აღნიშნული მცენარე განსაკუთრებით ხვავიერია ნოემბერ-დეკემბერში და მისი ამ დროს ხილვა მართლაც უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს,რის გამოც ამ მოვლენას ბუნებისმოყვარულებმა – “იასამნისფერი წვიმა” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)