დევიდ ერიკ გროლი – კურტ დონალდ კობეინის შესახებ წერდა…
დიდი ამერიკელი მუსიკოსი და როკ-ჯგუფის “Nirvana”-ს ვოკალისტი – კურტ დონალდ კობეინი (1967-1994 წლები),დაქორწინებული გახლდათ ასევე დიდ ამერიკელ როკ-მუსიკოს ქალზე და როკ-ჯგუფის “Hole”-ს სოლისტზე – კორტნი მიშელ ლავზე. 1994 წლის 8 აპრილის დილას,კობეინისა და კორტნი ლავის სახლში ელექტრიკოსი – გარი სმიტი მივიდა,რომელსაც მათი სახლისათვის უსაფრთხოების სისტემა უნდა დაეყენებინა.თუმცა ისინი არც კარს აღებდნენ და არც ელექტრიკოსის ზარებს არ პასუხობდნენ.სმიტმა იქვე გარაჟში მდგარი ავტომობილი ნახა და დაეჭვდა,რომ ცოლ-ქმარი სახლში უნდა ყოფილიყო,რის გამოც მინიანი ფანჯარა ჩაამსხვია და სახლში შევიდა. (ავტორი გენია.ჯი) მის თვალწინ კი საშინელი სურათი გადაიშალა,რადგან მან იხილა სისხლში მცურავი კურტ კობეინი,რომელსაც ჭრილობა ყურის ქვედა არეში ჰქონდა მიყენებული.სმიტმა უმალვე პოლიციაში დარეკა და შეატყობინა მომხდარის შესახებ.გამოძიებამ აღმოაჩინა კურტ კობეინის მიერ წითელი პასტით დაწერილი სიკვდილისწინა წერილი,რაც მის თვითმკვლელობას ამოწმებდა.ერთ-ერთი ვერსიით,კობეინმა მიიღო გადაჭარბებული დოზა ნარკოტიკებისა (ჰეროინი),რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ,რომ კურტ კობეინი და მისი მეუღლე კორტნი ლავი მუდმივად მოიხმარდნენ ნარკოტიკებს,თუმცა ამის დამადასტურებელი ყველაზე რეალური ფაქტი,სწორედ მათმა მეგობარმა,ცნობილმა ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა და იმავე ჯგუფის მედოლემ – დევიდ ერიკ გროლმა გაახმოვანა.იგი კობეინის გარდაცვალების შემდეგ კურტისა და კორტნის შესახებ წერდა:
“ისინი სრულიად უტყვი გამომეტყველებით,უბრალოდ ეყარნენ საწოლში.მათი იმ დროს ხილვა ამაზრზენი და სამარცხვინო იყო.მე მამძვინვარებდა არა ის,რომ ისინი ნარკოტიკებს მოიხმარდნენ,არამედ ის თუ რა აღფრთოვანებითა და ენთუზიაზმით აკეთებდნენ ამას.მე ვფიქრობ,რომ მას,ვისაც საკუთარი თავი ასეთ უსუსურ და უმწეო მდგომარეობამდე მიჰყავს,თავიანთ თავს რატომღაც – გმირებად მიიჩნევენ.კობეინისა და კორტნის ქმედებებიდან ჩანდა,რომ თითქოს გეუბნებოდნენ: “მოდით შემოგვიერთდით,რათა აბსოლუტირად გამოვითიშოთ და დავემსგავსოთ ნამდვილ იდიოტებს”.ეს,რა თქმა უნდა სისულელე და უაზრობაა,მაგრამ ანალოგიური ემართება ყველას,ვისაც საკუთარი თავი ასეთ კონდიციებამდე მიჰყავს”. (ავტორი გენია.ჯი)
დევიდ ერიკ გროლი