უილიამ ბაკლენდი – “ეპიზოდი”
უილიამ ბაკლენდი (1784-1856 წლები) – წარმოადგენდა მეტად უცნაური ხასიათით ცნობილ ინგლისელ პალეანთოლოგს,გეოლოგსა და ლონდონის სამეფო აკადემიის წევრ მეცნიერს.სწორედ მის სახელთან ასოცირდება იმ პერიოდისათვის აღმოჩენილი უძველესი ცხოველებისა და მცენარეების სრული სიის შედგენა.უილიამს განსაკუთრებით უყვარდა ცხოველთა სამყარო,თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ მისი ცხოველებისადმი სიყვარული საკმაოდ უცნაურ ფორმასა და ხასიათს ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) მას საკუთარი ნუნენჰაიმის სასახლის ეზოში მწოყობილი ჰქონდა ნამდვილი ზოოპარკი,სადაც უამრავი უნიკალური სახეობის ცხოველი იყო განთავსებული.მაგრამ საკითხავია მიზეზი,თუ რატომ ავსებდა იგი ყოველწლიურად თავის ზოოპარკს ახალ-ახალი ცხოველთა ეგზემპლარებით?! უილიამის მეგობრებისა და სხვა თვითმხილველების გადმოცემების თანახმად,ბაკლენდის მიზანს წარმოადგენდა თითოეული სახეობის ცხოველის ხორცის გასინჯვა-დაგემოვნება.ყოველ სტუმარს იგი,ზოოპარკში მობინადრე სხვადასხვა ცხოველების კერძებით უმასპინძლდებოდა.კერძები მზადდებოდა არა მარტო ძუძუმწოვარა ცხოველებისაგან,არამედ ქვეწარმავლებისაგან,მწერებისაგან და ჩრჩილებისგანაც კი.არც თუ იშვიათად,უილიამი მეგობრებს პანტერასა,ნიანგის და ვირთხების ხორცითაც უმასპინძლდებოდა.სწორედ აღნიშნული მისწრაფების გამო,უილიამ ბაკლენდის ბიოგრაფები,მის ბიოგრაფიას ”არაჩვეულებრივი ადამიანის უჩვეულო ცხოვრებას” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)